ოთარ ფარცხალაძის მილიონები - ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატის განცხადებით, მისმა კლიენტმა სოლიდური ქონება ახლადგახსნილი ავიაქარხნით დააგროვა. აღნიშნულს ოპოზიციის რიგებში ეხმაურებიან.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ფარცხალაძეს ხელს არც პროკურატურა აფარებს და არც რომელიმე სხვა მაღალჩინოსანი, რადგან ფარცხალაძე, უჩა მამაცაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი სწორედ ის პირები არიან, ვინც ბიძინა ივანიშვილთან ერთად დღევანდელ ხელისუფლებას წარმოადგენენ.
„ჩვენ ერთმანეთს თვეზე მეტია ვაძლევთ შეკითხვებს, რომელზეც პასუხი იცის პირველ კლასელმაც კი ხელისუფლება ატერორებს ბიზნესს. ხელისუფლება ატერორებს თავისუფალ მედიას და ჩვენ ერთმანეთს ვეკითხებით ვინ აფარებს ფარცხალაძეს ხელსო. ფარცხალაძე ხელს აფარებს თავის თავს იმიტომ რომ ფარცხალაძეა ხელისუფლება. აი ისინი ვინც პრემიერ მინისტრს ეძახიან თავის თავს გენერალურ პროკურორს, ეს ხალხი კი არ არის ხელისუფლება ფარცხალაძე, უჩა მამაცაშვილი, ჩხარტიშვილი, ჩუბინიშვილი და რა თქმა უნდა, პარტაიგენოსე ივანიშვილი - აი, ვინ არის ხელისუფლება და რა თქმა უნდა, თავის თავს დააფარებენ ხელს აბა რას იზამენ?,“-ამბობს ვაშაძე.
მასალის გამოყენების პირობები






