კვესიტაძე ხვალ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს: "ბუნებრივია, მაქვს ეჭვები, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებიდან მოდის, ჩვენ ვგებულობთ ჭორის დონეზე, რომ პირველ არხზე რა გავიდეს და რა არ გავიდეს ამას ყველაფერს წყვეტს ხუხაშვილი თუ ყანდიაშვილი, თვითონ ბარათაშვილი რომ ვერაფერს ვერ წყვეტს ეს ფაქტია, ამიტომ, მე სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ ჯერ ხელისუფლებაში ვერ ჩამოყალიბდნენ თუ რა გადაცემა უნდა დარჩეს, ვინ უნდა იყოს ამ გადაცემის წამყვანი და შესაბამისად ბარათაშვილსაც არ აქვს პასუხები კითხვებზე, რომელიც არსებობს.
ერთადერთი ეჭვი რაც მიჩნდება, ეს არის მხოლოდ ხელისუფლებასთან დაკავშირებით ეს ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ პაიჭაძისა და კვესიტაძის გადაცემები უნდა დაიხუროს, დაემთხვა სწორედ იმ პერიოდს, როდესაც დაიხურა "მეცხრე არხი", როდესაც მოხდა შეტევა "მაესტროზე", როდესაც მოხდა "იმედის" გაძლიერება, ანუ ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჯდება ტელევიზიების გადანაწილებისა და მედიაზე ზეწოლის აპრობირებულ სქემაში. რა თქმა უნდა უხმაუროდ ქუდს არ დავიხურავ და ისე არ წამოვალ პირველი არხიდან. ნებისმიერ ბერკეტს, რაც ჩემს ხელთ იქნება აუცილებლად გამოვიყენებ", - განაცხადა ეკა კვესიტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






