ოთარ ფარცხალაძის შემოსავლები და ბიზნესი - ფარცხალაძის ადვოკატის განმარტება იმის შესახებ, რომ მისმა კლიენტმა სოლიდური შემოსავლები ახლადგახსნილი საავიაციო ქარხნიდან მიიღო, ოპოზიციისთვის სიმართლეს მოკლებულია. „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში ადვოკატ გიგი მოსიაშვილის აღნიშნულ განცხადებას სისულელეს უწოდებენ. სალომე სამადაშვილის განცხადებით, ბოლო დროს გავრცელებული ჩანაწერებითა და განცხადებები ფაქტი ხდება, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ბიძინა ივანიშვილის კარზე „მომგვარებელია“ და გასამრჯელოს სწორედ ამაში იღებს.
"ის, რომ ფარცხალაძეს არ უშოვია საკუთარი შემოსავალი კანონიერი გზით - ეს მე მგონი, ესმის ყველას.
მას უბრალოდ ვურჩევდი, რომ უკეთესი იურისტი დაიქირავოს, იმიტომ რომ ის სულელური ვერსიები, რომელიც მოუთხრო მან საზოგადოებას მაშინვე არ იყო დამაჯერებელი.
ჩვენი სახელმწიფო დღეს იმართება არაფორმალურად არაფორმალური გარიგებების არაფორმალური შეთანხმებების გზით.
ფარცხალაძე არის ასეთი მომგვარებელი, შუამავალი ბიძინა ივანიშვილსა და სხვადასხვა მოთამაშეებს შორის და ამაში იღებს შესაბამის გასამრჯელოს - ეს არის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური ერთ-ერთი მოურავი,"-ამბობს სამადაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






