უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია - რუსეთი მსოფლიო საპატრიარქოსთან ევქარისტული კავშირის გაწყვეტით იმუქრება
მსოფლიო - 12:03, 12 Oct, 2018     2175
რუსეთის საპატრიარქო კონსტანტინოპოლის სააპატრიარქოს სინოდის გადაწყვეტილებას სხვა ეკლესიის საქმეებში ჩარევად აფასებს და ამ მხრივ უპრეცედენტოს უწოდებს. ამის შესახებ რუსულ მედიასთან მოსკოვის პატრიარქის პრეს-მდივანმა ალექსანდრ ვოლკოვმა განაცხადა.


„არ ყოფილა არცერთი პრეცედენტი მსოფლიო ისტორიაში, რომ კონსტანტინოპოლი ასე თავხედურად და აგრესიულად ჩარეულიყო სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეებში. განდგომილების ლეგალიზაცია, კიდევ უფრო სამწუხარო ნაბიჯების წინამორბედი იქნება, რომლის გადადგმაც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მოუწევს, რომელიც დაკავშირებული იქნება ევქარისტული კავშირის გაწყვეტასთან და სხვა სხვა გადაწყვეტილებებთან.“- განაცხადა ვოლკოვმა, მისი თქმით კონსტანტინოპოლმა მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის კატასტროფული გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს საიტზე გამოქვეყნდა. კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს მეთაური - პატრიარქი ფილარეტი და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური - მაკარ მალეტიჩი და მათი მრევლი კანონიკურ სტატუსში აღადგინა. ამასთანავე დაადასტურა უკვე მიღებული გადაწვეტილება იმის შესახებ, რომ მსოფლიო საპატრიარქო იწყებს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42