რუსეთის ფედერაციის მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი - ახალგაზრდა დიპლომატთა ფორუმი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი გორჩაკოვის ფონდის დაფინანსებით ტარდება. რუსეთის ფედერაციის სახელისუფლებო ფონდის ელექტრონულ მისამართზე ფორუმის მიზნად, რუსი და ქართველი ახალგაზრდების ურთიერთობისთვის საერთო სივრცის შექმნა სახელდება.
საკითხს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსული რბილი ძალა მუშაობს მთელ მსოფლიოში და არა მხოლოდ საქართველოში:
„მსმენია, რომ ასეთი რაღაც ხდება მაგრამ ამას საქართველოს მთავრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ამიტომ ამაზე ვერ გავაკეთებ შეფასებას. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული. ის რომ რუსული რბილი ძალა მუშაობს, მუშაობს მთელს მსოფლიოში არა მარტო საქართველოში. რა უნდა დავუპირისპიროთ - უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი მიზანმიმართული მუშაობა ჩვენი საგარეო პრიორიტეტების მიმართულებით.
თანმიმდევრულად უნდა ვიმუშაოთ, რათა წინ ვიაროთ ჩვენს გზაზე, რასაც ჰქვია ინტეგრაცია,“-აცხადებს დავით დონდუა.
მასალის გამოყენების პირობები






