რუსეთის ფედერაციის მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი - ახალგაზრდა დიპლომატთა ფორუმი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი გორჩაკოვის ფონდის დაფინანსებით ტარდება. რუსეთის ფედერაციის სახელისუფლებო ფონდის ელექტრონულ მისამართზე ფორუმის მიზნად, რუსი და ქართველი ახალგაზრდების ურთიერთობისთვის საერთო სივრცის შექმნა სახელდება. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მიმდინარე პროცესები კრემლის ე.წ რბილი ძალის შემადგენელი ნაწილია.
„ამ ღონისძიებების მიზანია, რომ რუსული პროპაგანდა გავრცელდეს საქართველოში, დასუსტდეს საქართველო, მოხდეს რუსული რბილი ძალის პროექცირება და საბოლოო ჯამში დაზარალდეს ჩვენი ეროვნული ინტერესები,“ -ა ცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე.
„ახალი საქართველოს“ ლიდერი ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
„თითოეულ ასეთ ფაქტს, ნორმალურ სახელმწიფოში, ნორმალური ქვეყნის მხრიდან სჭირდება ძალიან კონკრეტული რეაგირება. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც სამწუხაროდ წყნარად და მშვიდად უყურებს ამ პროცესს და როგორც წესი პირიქით თანამონაწილეობს ხოლმე ამ პროცესში. ეს არის აუცილებლად საყურადღებო,“-აცხადებს „ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.
მასალის გამოყენების პირობები






