წმინდა სინოდის სხდომაზე, რომელზეც ძირითადად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხი განიხილებოდა დაადგინეს:
1. დადასტურდეს უკვე მიღებული გადაწვეტილება იმის შესახებ, რომ მსოფლიო საპატრიარქო იწყებს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას.
2. აღდგეს მსოფლიო პატრიარქის სტავროპეგია კიევში, უკრაინაში არსებული მრავალრიცხოვანი სტავროპეგიებიდან ერთ-ერთი, რომელიც იქ ყოველთვის არსებობდა.
3. მიიღოს და განიხილოს ფილარეტ დანისენკოს, მაკარ მალეტიჩის და მათი მიმდევრების სააპელაციო საჩივარი, რომლებიც აღმოჩნდნენ განდგომილები არა დოგმატური მიზეზების გამო. კონსტანტინოპოლის პატრიარქის კანონიკური პრეროგატივების შესაბამისად, მას აქვს უფლება მიიღოს ასეთი პეტიციები იერარქებისა და სხვა ავტოკეფალური ეკლესიების სხვა სასულიერი პირებისგან.
4. გაუქმდეს 1989 წლის სინოდალური წერილის იურიდიული ვალდებულება, რომელიც მაშინდელი გარემოებების გამო იყო გაცემული და მოსკოვის საპატრიარქოს გადასცემდა უფლებას დაენიშნა კიევის მიტროპოლიტი.
5. სინოდი მიმართავს ყველა მონაწილე მხარეს მოწოდებით, რომ თავიდან იქნას აცილებული ეკლესიების, მონასტრების და სხვა ობიექტების მითვისება, ასევე ყველა სხვა სახის ანგარიშსწორება და ძალადობრივი ქმედება.
მასალის გამოყენების პირობები






