სტამბოლში გამქრალი არაბი ჟურნალისტი - თურქეთი და აშშ საუდის არაბეთისგან განმარტებებს ითხოვენ
მსოფლიო - 20:24, 11 Oct, 2018     2757
არაბი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი, რომელიც საუდის არაბეთის მმართველი დინასტიაზე კრიტიკული სტატიების ავტორია, საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს შევიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
თურქი სამართალდამცავების განცხადებით, ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთიდან, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნებაყოფლობით გადასახლებაში ცხოვრობდა, გასულ კვირას თურქეთში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს.

ჟურნალისტი საკონსულოში დაგეგმილი ქორწინებისთვის დოკუმენტების მისაღებად მივიდა. შენობის გარეთ მას საცოლე ელოდებოდა. საცოლის განცხადებით, ხაშოგი მას შემდეგ გარეთ აღარ გამოსულა და დახმარებისთვის თურქ სამართალდამცავებს მიმართა.

გასულ წელს ჟურნალისტი ვაშინგტონში მას შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად, რაც საუდის არაბეთში დისიდენტების შევიწროება დაიწყეს. ხაშოგი საუდის არაბეთის უფლისწულის მუჰამად ბინ სალმანის კრიტიკოსი იყო. ის მასალებს გამოცემა "ვაშინგტონ პოსტშიც" აქვეყნებდა. გამოცემა „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო საბჭომ კვირას განაცხადა, რომ საუდის არაბეთს, თურქეთს და შეერთებული შტატებს აქვთ პასუხისმგებლობა პასუხი გასცენ ხაშოგის გაუჩინარების საქმეს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთის ხელისუფლებას გაუჩინარებული ჟურნალისტის შესახებ განმარტებები მოსთხოვა. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ჯამალ ხაშოგის თაობაზე საუდის არაბეთის პრინცს მოჰამედ ბინ სალმანს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ესაუბრა.

აქმე პირად კონტროლზე პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აიყვანა. თურქეთის ხელისუფლება აპირებს, რომ საუდის არაბეთის საკონსულო გაჩხრიკოს. სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩხრეკაზე თანახმაა და აცხადებს, რომ დასამალი არაფერი აქვთ. ოფიციალური ანკარა, ერ-რიადისგან ითხოვს მტკიცებულებას, რომ ჟურნალისტმა საკონსულოს შენობა დამოუკიდებლად დატოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42