უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია - ყუბანის კაზაკები მსოფლიო პატრიარქს შეუქცევადი ტრაგიკული შედეგებით ემუქრებიან
მსოფლიო - 19:51, 11 Oct, 2018     4545
ყუბანის კაზაკთა ჯარმა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს ღია წერილით მიმართავს. წერილში, რომელიც დაჯგუფების საიტზე გამოქვეყნდა კაზაკები მსოფლიო პატრიარქისგან მოითხოვენ, რომ უარი თქვას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების განზრახვაზე და იმუქრებიან, რომ „მამულისა და დედა ეკლესიის ერთიანობისა და მთლიანობის დასაცავად გამოვლენ“


როგორც ყუბანის კაზაკთა ჯარის პრესსამსახურში აცხადებენ, ამჟამად წერილი მხოლოდ საიტზეა გამოქვეყნებული რუსულ ენაზე. პატრიარქმა ბართლომეოსმა, კი რომელიც ეროვნებით თურქია, ეთნიკურად ბერძენი და 7 ენას ფლობს (ბერძნული, თურქული, ინგლისური, იტალიური, გერმანული, ფრანგული, ლათინური), რუსული არ იცის. გაიგზავნება თუ არა წერილი ოფიციალურად ფანარში (სტამბოლის რაიონი, სადაც კონსტანტინოპოლის პატრიარქის რეზიდენციაა) ჯერჯერობით უცნობია:

„ყუბანის კაზაკთა ჯარი, სრულად უჭერს მხარს მოსკოვის საპატრიარქოს პოზიციას და ოფიციალურად აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებებით კონსტანტინოპოლი უახლოვდება წითელ ხაზს, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება. ეს არის საეკლესიო წესების დარღვევა და ნაბიჯი, რომელიც შეუქცევად ტრაგიკულ შედეგებამდე მიგვიყვანს, ხელს შეუწყობს უკრაინული საზოგადოების და მართლმადიდებელი სამყაროს კიდევ უფრო დანაწევრებას... დღეს დადგა ჩვენი ჯერი რომ დავდგეთ რუსეთის მართლმადიდებელილ ეკლესიის დასაცავად... რუსეთის კაზაკები, კონკრეტულად კი ყუბანის კაზაკთა ჯარი , ყოველთვის იყო „ქრისტეს მხედრობა“, მართლმადიდებლობის რაინდები, ისინი ყოველთვის მზად იყვნენ და არიან დაიცვან თავისი მამულის და დედა-ეკლესიის ერთიანობა“- ნათქვამია მიმართვაში.

მომზადებულია www.svoboda.org-ის მიხედვით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42