"ჩანაწერები ადასტურებს, რომ 2012 წლის არჩევნები რუსული სცენარი იყო, ახლა მეორე რუსულ სპეცოპერაციას გვოტარებენ ზურაბიშვილის სახით" - მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა - 18:11, 11 Oct, 2018     1154
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "რუსთავი 2"- ის მიერ გავრცელებულ ახალ სკანდალურ ჩანაწერებს ეხმაურება.
სააკაშვილი ამბობს, რომ ჩანაწერებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ 2012 წლის არჩევნები იყო რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი დასაყრდენი ვანო ჩხარტიშვილი იყო.

"არაა დაფარული, რომ არა გაცხადდეს - ჩხარტიშვილი ჩემი პრეზიდენტობის დასაწყისში შეეცადა ბიზნესის დარეკეტებას, მაგრამ არ გამოუვიდა, ეს ანაბრების ქურდი და შევარდნაძის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი.

გაიქცა ინგლისში და შემდეგ იყო ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ივანიშვილის 2012 წლის საარჩევნო კამპანიის.

2012 წელს ახლა ყველაფერი ნათელი ხდება ივანიშვილის არჩევნები იყო ერთი დიდი რუსული სპეცოპერაცია თავის ჩანაწერებით,თავის შესრულებით, თავის პროპაგანდით, თავის ფულით და ყველაფრით. მოკლედ, შეგვისრულეს რუსებმა.

მერე ივანიშვილმა ერს დაუფასა. ჩხარტიშვილი დააბრუნეს და მისცეს უამრავი ქონება მიწები საწარმოები ბიუჯეტისა და სხვა ბიზნესმენების ხარჯზე, ქართველი ხალხის საკუთრების ხარჯზე.

ახლა ჩვენ გვიტარებენ მეორე რუსულ სპეცოპერაციას სალომე ზურაბიშვილის სახით, სადაც ასევე ძალიან აქტიურია ჩხარტიშვილი, რომელიც გახდა, ფარცხალაძესთან ერთად და უჩასთან ერთად ივანიშვილის მთავარი რეკეტიორი და ახლა უკვე საბოლოოდ უნდა მოამთავრონ ქართული სახელმწიფო.

ის შეცდომები, რომელიც ჩვენ დავუშვით 2012 წელს ქართველმა ხალხმა აღარ უნდა გაიმეოროს და აღარ უნდა გაამარჯვებინოს ჩხარტიშვილებს, უჩებს, შმაგებს, სალომე ზურაბიშვილებს და რაც მთავარია ივანიშვილს და მის პატრონებს რუსეთში

საქართველომ უნდა დაიბრუნოს თავის ღირსება, საქართველო ვეღარ უნდა დაამცირონ ვეღარ უნდა მოატყუონ ვეღარ უნდა ჩაკლან ის სიღარიბეში. ჩვენა მ სიღარიბიდან ამოვალთ აუცილებლად, ჩვენ ვიქნებით. სწრაფად განვითარებადი ქვეყანა დემოკრატიული მექანიზმებით,პირდაპირი დემოკრატიით, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით,ხალხის თანასწორობით და ხალხის ინტერესებში მოქმედი ხელისუფლებით, ესენი აორთქლდებიან, როგორც შარშანდელი თოვლი“- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ "რუსთავი 2"-მა ახალი ფარული ჩანაწერები გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, როგორ გეგმავდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42