ადვოკატი ამბობს, რომ ფარცხალაძის შემოსავლები ლეგიტიმურია და ის დაკავებულია ბიზნეს საქმიანობით.
„მას შემდეგ, რაც მან დაანება საჯარო სამსახურს თავი, ამის შემდგომ, თქვენ იცით, რომ იგი წავიდა ბიზნესში, კონკრეტულ შემთხვევაზე ძალიან მარტივი პასუხია. საჯარო მოხელის თანამდებობის დატოვებს შემდეგ, პირი, რომელიც მიდის ბიზნესში, მას სრული უფლება აქვს რომ ღიად აკეთოს ბიზნეს საქმიანობა, ისე რომ გარკვეულ წილად მისი შემოსავალი გაიზარდა ბიზნეს საქმიანობის პერიოდში,“ - განაცხადა განცხადა გაგი მოსიაშვილმა.
მისი თქმით, Elbit-ის პროექტი ოთარ ფარცხალაძისთვის ერთ-ერთი საამაყოა.
„არის ერთ-ერთი კომპანია Elbit-ი, რომელიც უშვებს ბოინგის დეტალებს. ამ პროექტით ოთარ ფარცხალაძე ამაყობს. ეს კომპანია არის ქართულ-ებრაული და საკმაოდ წარმატებულია. ეს არის ერთ-ერთი ის პროექტი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად. ეს არის მისი ძირითადი ბიზნესი“, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
ცნობისთვის, თვითმფრინავის ნაწილების წარმოება ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ს ჯერ არ დაუწყია.
მასალის გამოყენების პირობები






