საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ლევან გამყრელიძე თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა.
საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობას სოსო რამიშვილი შეასრულებს. ეს უკანასკნელი ამ დრომდე გამყრელიძის მოადგილე იყო.
ლევან გამყრელიძე საგამოძიებო სამსახურის უფროსად 2017 წლის 9 ივნისს დაინიშნა. ის ფინანსთა ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის კადრი იყო.
შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე.
ქუმსიშვილმა თანამდებობა მიმდინარე წლის ივლისს დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები






