„პირველი საპრეზიდენტო კანდიდატია, ვინც დადგა იქ, სადაც ალბათ მთელი საქართველო უნდა იდგეს"- გრიგოლ ვაშაძე ოკუპაციის ხაზზე ღამის პატრულირებაში მონაწილეობდა
პოლიტიკა - 17:24, 11 Oct, 2018     18079
გაერთიანებული ოპოზიციის - "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ოკუპირებული ახმაჯის მიმდებარედ სოფელ ოძისში ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრებთან ერთად, ღამის პატრულირებაში მონაწილეობდა.

ვაშაძის განცხადებით, ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრები დავით ქაცარავა და მისი მეგობრები საქართველოსთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ.

მაშინ, როდესაც ხელისუფლება ოკუპანტის მიმართ დაყვავების პოლიტიკას აგრძელებს და ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას, პატრიოტი ადამიანები დგანან სახელმწიფოს სადარაჯოზე.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, უახლოეს მომავალში აუცილებელია საპატრულო ძალების გაძლიერება ოკუპაციის ხაზის გასწვრივ. 28 ოქტომბრიდან ხელისუფლების ჩანაცვლების შემდეგ პრინციპული და ეფექტური დიპლომატიის შედეგად მოხდება საქართველოს დეოკუპაცია.

„ოკუპაციის ხაზზე ვართ უკვე გამთენიისას და ერთი რაღაც მინდა ვთქვა. სანამ ჩვენ ქვეყანას დათო ქაცარავასავით ხალხი ჰყავს და ის ვაჟკაცები და ეს ქალბატონებსაც ეხება, ვინც მის გვერდზე დგანან, ამ ქვეყანას ვერაფერი ვერ მოერევა. ამ ადამიანებს რომ უყურებენ აი იქიდან, ეს ერთმორწმუნე სამხედრო ბაზა რომ არის, იმათაც იციან, რომ ვერ მოგვერევიან, ვერ გაგვტეხავენ და ეს ყველაფერი დამთავრდება ჩვენი ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციით და ეს ყველაფერი დამთავრდება იმით, რომ ქართული დროშა ფსოუზე და როკის გვირაბთან იქნება. აუცილებლად მოხდება ეს და უმოკლეს ისტორიულ ვადებში,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დავით ქაცარავას თქმით, ვაშაძე პირველი საპრეზიდენტო კანდიდატი, ვინც ასე გამოვიდა ღამის პატრულირებაზე,

„ეს არის პირველი საპრეზიდენტო კანდიდატი, ვინც ასე გამოვიდა ღამის პატრულირებაზე, გაგვამაგრა და დადგა იქ, სადაც ალბათ მთელი საქართველო უნდა იდგეს. მე მართლა მადლობელი ვარ მისი და ძალიან მოხარული ვარ. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ეს ბოროტება, რომელიც რამდენიმე ასეულ მეტრში ჩვენგან არის განლაგებული, რომ ერთად დავამარცხოთ,“ - განაცხადა დავით ქაცარავამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42