მოკლული ავთანდილ ადუაშვილის ახლობლები ფიქრობენ, რომ პავლიაშვილი საქართველოში არ ჩამოვა
სამართალი - 19:25, 03 Sep, 2013     2168

 

ამასთან, მოკლულის ახლობლები მიიჩნევენ, რომ სოსო პავლიაშვილი, სავარაუდოდ, საქართველოში ჩამოსვლისგან თავს შეიკავებს. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ზაზა მესხმა ჟურნალისტებს განუცხადა, მასთან მივიდა სოსო პავლიაშვილისა და ჩხაპელიას მეგობარი ლევან ჯავახაძე, რომელიც ამავდროულად ადვოკატია და სთხოვა, მოკლულის მშობელთან და შვილთან მისულიყო შუამდგომლობით, რათა ჩხაპელიასთან საპროცესო გარიგება მომხდარიყო.

 

"მე მას ვუპასუხე, რომ ამ შუამდგომლობით ოჯახს მივმართავდი, თუკი ჩხაპელია სიმართლეს იტყოდა. ადვოკატმა მითხრა, რომ აღიარებითი ჩვენება ჩხაპელიას უკვე მიცემული აქვს და მეტს ვეღარაფერს იტყოდა. ეს ჩვენება, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, მოიცავს ისეთ დეტალებს, რომელიც ჩხაპელიას გარდა არავის შეიძლებოდა სცოდნოდა. შესაბამისად, გამორიცხულია, რომ გამოძიებისთვის პირველი ჩვენების მიცემის დროს ჩხაპელიაზე რაიმე ზეწოლა განხორციელებულიყო, თუმცა ჩხაპელიამ ეს ჩვენება შეცვალა", - აღნიშნა ზაზა მესხმა.

 

მან გაიხსენა ავთანდილ ადუაშვილთან ერთ-ერთი ბოლო საუბარი. ადუაშვილის ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, მკვლელობის წინა დღეს ადუაშვილმა მას უთხრა, რომ 24 ნოემბერს აპირებდა ერევანში ჩასვლას, სადაც იმყოფებოდა სოსო პავლიაშვილი და აპირებდა მასთან ყველანაირი ურთიერთობის გაწყვეტას. ამის მიზეზად კი, როგორც ზაზა მესხი ამბობს, ადუაშვილმა დაასახელა ის, რომ პავლიაშვილი მას პრობლემებს უქმნიდა.

 

"თუმცა არ აცადეს ერევანში ჩასვლა და მოკლეს. მე ვამბობ, რომ მკვლელობის შემსრულებლები არიან ის ადამიანები, რომლებიც ბრალდებულის სკამზე სხედან, ხოლო შემკვეთი იმყოფება მოსკოვში და ეს არის სოსო პავლიაშვილი", - აღნიშნა ზაზა მესხმა.

 

მისივე თქმით, სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ცალკეა გამოყოფილი, თუმცა, მოკლულის ახლობლები ვარაუდობენ, რომ სოსო პავლიაშვილი საქართველოში ჩამოსვლისგან თავს შეიკავებს. ამასთან, როგორც ადუაშვილის ახლობელმა განაცხადა, თუკი სიმართლეა, რომ სოსო პავლიაშვილი ავთანდილ ადუაშვილს უახლოეს მეგობრად თვლიდა, მკვლელობის პერიოდში პავლიაშვილი იმყოფებოდა ერევანში კონცერტების გასამართად და იგი მეგობრის პანაშვიდზე ჩამოვიდოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42