სტრასბურგში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრებმა დღეს გენერალური სამდივნოს წევრებს შეხვდნენ, სადაც ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოსა და შავი ფულზე ისაუბრეს. ასევე აქტუალური იყო „რუსთავი 2“-ისა და „ომეგა ჯგუფის“ საქმეც.
პაატა დავითაია აღნიშნავს, რომ საუბრის თემა წინასაარჩევნო პროცესები იყო. მისი თქმით, ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა ხაზგასმით თქვეს, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, დასავლეთს მკვეთრი რეაქცია ექნება.
„დეტალურად იყო განხილული საარჩევნო პროცესი, ხაზი იყო გასმული იმაზე, რომ გაყალბების შემთხვევაში ძალიან მკვეთრი რეაქცია იქნება აქედან, აგრეთვე ძალიან დეტალებში აინტერესებდათ „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები და ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები. ჩვენ ხაზი გავუსვით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეს, რომელიც სტრასბურგში იხილება და მათ დეტალური ინფორმაცია აქვთ ამ მიმართულებით და ძალიან დიდი მონიტორინგის ქვეშ არის „რუსთავი 2“-ის საქმე,“ - განაცხადა დავითაიამ.
პოლიტიკური გაერთიანების „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“ თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის თქმით, შეხვედრის დროს ისაუბრეს ყოფილი შს მინისტრის, ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ასევე, დააყენეს საკითხი, რომ ამის შესახებ დეკემბერში მინისტერიალზე იმსჯელონ.
მასალის გამოყენების პირობები






