"მივმართავთ მათ, ვინც ამ არჩევნებს ორგანიზებას უწევს - მზად არ ვართ ვიყოთ შოკირებულები" - ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის მოწოდება საქართველოს ხელისუფლებას
პოლიტიკა - 15:35, 11 Oct, 2018     3616
ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხზე ყოფილი მომხსენებელი ბორის სილევიჩი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს წინა არჩევნებზე არსებულ ხარვეზებს გამოასწორებს.

"ბოლო წლებში საქართველომ დაამტკიცა, რომ შეუძლია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რთული გარემოებების პირობებშიც. რა თქმა უნდა არის ნაკლოვანებებიც, რომლებიც წინა დასკვნაშიც ასახულია. ვიმედოვნებ, რომ მხედველობაში მიიღებენ და ეს არჩევნები უკეთესი იქნება. ვიმედოვნებ, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევა ხელს შეუწყობს პოლიტიკურ კონსოლიდაციასაც, რადგან თქვენ გაქვთ სერიოზული პრობლემები ბევრი მიმართულებით: ეკონომიკის, პოლიტიკის კუთხით, ოკუპირებულია თქვენი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სოციალური საკითხები, ასევე სერიოზულ განხილვას საჭიროებს საპენსიო რეფორმაც. დარწმუნებული ვარ, რომ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ ამ პრობლემებს და უფრო წარმატებული იქნებით, თუ თქვენი პოლიტიკური პარტიები ამას ერთად, მჭიდრო თანამშრომლობით და ზედმეტი კონფრონტაციის გარეშე გააკეთებენ,"-აცხადებს სილევიჩი.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ლიტვის წარმომადგენელი ემანუელს ზინგერსი კი აღნიშნავს, რომ არ უნდა განმეორდეს წინა არჩევნების პრეცენდენტი, როდესაც სპორტსმენები იქნენ გამოყენებული.

"არ უნდა იყოს გამოყენებული მანიპულაციები, ადმინისტრაციული რესურსები, განსაკუთრებით რეგიონებში. მათ თავისუფლად უნდა გამოხატონ საკუთარი ნება. გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული პირადი აზრის მიხედვით. აქ ევროპაში ყველა ფიქრობს, რომ საქართველო ჩააბარებს ამ გამოცდას და დაამტკიცებს, რომ მომწიფებული დემოკრატიის მქონე ქვეყანაა. ამიტომ მივმართავთ მათ, ვინც ამ არჩევნებს ორგანიზებას უწევს - მზად არ ვართ ვიყოთ შოკირებულები. უნდა დაგვარწმუნოთ, რომ ხართ დემოკრატიული და დასავლური ქვეყანა. ნატოსა და ევროკავშირში სამომავლო წევრობისთვის მნიშვნელოვანია რომ ეს არჩევნები ჩატარდეს ნორმალურად, რომ ყველა კანდიდატი იცავდეს კანონს და არ იქნება არავის ზეწოლის ქვეშ. ვიმედოვნებთ, რომ არ მოჰყვება პროვოკაციები რეგიონებში. მახსოვს წინა არჩევნების დროს სპორტსმენები გამოიყენეს. ამჯერად ასეთი იდეა იმედია არავის გაუჩნდება და გაითვალისწინებენ ჩვენს წინა კრიტიკულ შენიშვნებს,"-აცხადებს ზინგერსი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42