"სახელმწიფოს ღალატი" - ზაალ უდუმაშვილი ახალ სკანდალურ ჩანაწერებზე
პოლიტიკა - 09:40, 11 Oct, 2018     3827
ჩაშლილი შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან და საქართველოში ხელისუფლების შეცვლის გეგმის განხილვა - გუშინ გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერს ოპოზიცია "ქვეყნის ღალატს" უწოდებს.
ჩანაწერები "ნაციონალური მოძრაობისთვის" კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმის, რომ სალომე ზურაბიშვილი რუსული პროექტია და სწორედ ამიტომ უჭერს მას მხარს "ქართული ოცნება."​

"თუ აქამდე ჩვენს საქმე გვქონდა ხელისუფლებასთან, რომელიც იყო ყაჩაღური დაჯგუფება, დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ ეს ხელისუფლება ყოფილა მოღალატე ხელისუფლება იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც უშუალოდ დაახლოებული არიან ბიძინა ივანიშვილთან, მისი კარის ბიზნესმენები არიან, თურმე წლების წინ პუტინთან ჰქონდათ პირდაპირი კავშირი და პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან და იქ იგეგმებოდა როგორ უნდა ჩამოეგდოთ ხელისუფლება. ეს არის სახელმწიფოს ღალატი პირდაპირი მნიშვნელობით. ახლა ვინმეს ებადება კითხვა რატომ არის მათი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და რა გეგმები აქვს რეალურად სალომე ზურაბიშვილს? მე მგონი ყველა კითხვას პასუხი გაეცა ამ ერთი ჩანაწერით,"-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

სკანდალურ ჩანაწერებზე განცხადება გააკეთა "ომეგა ჯგუფის" ადვოკატმაც:

"პრაქტიკულად ეს ადასტურებს იმას, რომ რეალურად ამ შეხვედრებში მონაწილეობდა სხვა პირებიც და გამოდის რომ სხვა პირებიც იღებდნენ ამ სპექტაკლში მონაწილეობას და ეს ალოგიკურია. რა თქმა უნდა ამ ჩანაწერებსაც სჭირდება ექსპერტიზა და დადგენა საკუთარი ავთენტურობის, ისევე როგორც სხვა ჩანაწერებს, მაგრამ ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში ხაზს ვუსვამ, რომ ეს პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ბატონი ლევან ყიფიანის მიერ მიცემულ ჩვენებასთან და მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან,"-აცხადებს ადვოკატი გიორგი ფანცულაია.

ცნობისთვის "კურიერმა"ახალი სკანდალური ჩანაწერები გუშინ გაასაჯაროა, რუსთავი ორის გავრცელებულ ჩანაწერში ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი თავად ყვება, როგორ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს სერგეი ნარიშკინს, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა სთხოვა.

ჩანაწერებით დასტურდება, რომ ექსპრემიერის გარემოცვაში განსაკუთრებული გავლენების მქონე ჩხარტიშვილი ფარულ მოლაპარაკებებს მოსკოვთან ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მართავდა.

ახალ ჩანაწერში კვლავ ომეგა ჯგუფის სკანდალური საქმის ნაცნობი მონაწილეები საუბრობენ - ზაზა ოქუაშვილი, გიორგი ჩუბინიძე და ვანო ჩხარტიშვილი. ეს აუდიო ჩანაწერი, უკვე არა მხოლოდ ხელისუფლების ბიზნესზე ზეწოლას და პოლიტიკური ხარკის მოთხოვნას ადასტურებს. ჩანაწერიდან აშკარა ხდება, რომ "ქართული ოცნების" ლიდერის ახლო გარემოცვა წლებია მჭიდრო კავშირშია კრემლის ლიდერებთან და ამ კავშირებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლისთვისაც იყენებდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42