გრიგოლ ვაშაძე ჩუღურეთში, კლდიაშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა
პოლიტიკა - 20:15, 10 Oct, 2018     836

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ჩუღურეთში, კლდიაშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა მოქალაქეებს მოძრაობის ხედვები გააცნო.

ვაშაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ქვეყანა იმართება ივანისშვილის კლანის მიერ, რომელიც ქვეყანაში მარიხუანას პლანტაციების გაშენებას გეგმავს.

პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ 28 ოქტომბრიდან დაიწყება ხელისუფლების ჩანაცვლების პროცესი და ხელისუფლებაში მოვა ეროვნული კოალიციური მთავრობა, რომელიც გაატარებს ძირეულ რეფორმებს, სახელმწიფო ბიუჯეტი იქნება ორიენტირებული განათლებას, ჯანდაცვას და მოქალაქეთა სოციალურ საჭიროებებზე.

„გელაპარაკებიან ორ რაღაცაზე. არჩევნებში გამარჯვებაზე და რომ არ მივცეთ შესაძლებლობა ე.წ. ხელისუფლებას გააყალბოს ეს არჩევნები და მეორე, განათლება ბავშვებისთვის. აი, რა აღელვებს დღეს ყველაზე უფრო ჩუღურეთში საქართველოს მოქალაქეს,“ - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ.

განცხადება გააკეთა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ.

„კონსენსუსია თითქმის საზოგადოებაში, რომ ქართულმა ოცნებამ თავის თავი ამოწურა თავისი მავნებლური დამოკიდებულებით, იმ ვიწროკლანური მმართველობით, რაც ქვეყანაშია. ქვეყანამ 28 ოქტომბრიდან უნდა დაიწყოს ახალი განვითარების ეტაპი,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42