„მილიონი მომცენ და კამპანია ავაფეთქო“ – „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ „ქართუ ბანკისგან“ 1 მილიონი მოითხოვა
პოლიტიკა - 18:21, 10 Oct, 2018     3201
„გირჩის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ბანკი „ქართუსგან" სესხად 1 მილიონი ლარი მოითხოვა. განაცხადი ამ მოთხოვნით ჯაფარიძემ ბანკში დღეს დატოვა.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, თუ პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნებზე ხმების 10%-ს ან მეტს დააგროვებს, მას იმავე რაოდენობის თანხა ეკუთვნის წინასაარჩევნო თანხების დასაფარად. აღნიშნული მუხლით მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების", მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, ისარგებლა და მან მიიღო კიდეც 1 მლნ ლარი.

„კანდიდატი არის? კანდიდატი ვარ. არჩევნებში იღებს მონაწილეობას? არჩევნებში ვიღებ მონაწილეობას. მილიონი მისცეს? მილიონი მომცენ," - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

ჯაფარიძის თქმით, ბანკ „ქართუში" მას უთხრეს, რომ იმ წუთას ბანკში არ იმყოფებოდა არცერთი ადამიანი, რომელიც საქმის კურსში იყო, თუ როგორ მოხდა ერთი დღით ადრე სალომე ზურაბიშვილზე 1-მილიონიანი სესხის გაცემა.

„ძალიან ზრდილობიანი ხალხი იყო. დაიტოვეს ჩემი განაცხადი და ის საბუთები, რომლებიც ადასტურებდა, რომ მე ნამდვილად პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ. მომცეს თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია, დაიტოვეს ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია და მითხრეს, რომ განიხილავენ. ანუ ამ მომენტში „ქართუ ბანკში" განიხილება, მომცემენ თუ არა ერთ მილიონს სესხად იმისათვის, რომ დარჩენილ დღეებში გამოვიყენო და კამპანია ავაფეთქო," - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42