"ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა ჟურნალისტებზე" - რუსთავი 2 -ის ჟურნალისტები მათი ცემის ფაქტზე რეაგირებას ითხოვენ
პოლიტიკა - 18:02, 10 Oct, 2018     1932
"რუსთავი 2" - ის თანამშრომლები, ჟურნალისტი ეკა გაგუა და ოპერატორი ლევან კალანდია იმედს გამოთქვამენ, რომ ის პირები, რომლებიც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ კანონის შესაბამისად დაისჯებიან.


დაზარალებულები უკვე გამოკითხეს ხაშურის პოლიციაში, ორივე მათგანს გორის საექსპერტო ბიურომში ექსპერტიზაც ჩაუტრარდათ.

ჟურნალისტისა და ოპერატორის თქმით, სხეულზე დაზიანებები აღენიშნებათ.

„ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა ჟურნალისტებზე. ეს იყო ხელის შეშლა ჟურნალისტურ საქმიანობაში, ეს იყო მუქარა და ფიზიკური ძალადობა იმის გამო, რომ ჩვენ გადავიღეთ ის პრობლემები, რომელიც არსებობს ამ პროექტთან დაკავშირებით. კომპანიის მხრიდან მას შემდეგ არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. პოლიცია მოვიდა, უკვე ისინი გარშემო იდგნენ და ჩვენთან აღარ მოსულან. გაგრძელდება ძიება და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ძიება შედეგიანი იქნება და ის ადამიანები, ვინც იქ იყვნენ და ვინც ძალიან კარგად ჩანან, ჩვენს კადრებში, დაისჯებიან,“- განაცხადა ეკა გაგუამ.

„კურიერის“ ოპერატორმა, ლევან კალანდიამ ინციდენტი დეტალურად გაიხსენა.

„მოგვთხოვეს, რომ მასალა, რაც გადავიღე, ჩიპი მიმეცა, ჩიპი არ მივეცი, ამან აგრესია გამოიწვია და მომთხოვეს, რომ კამერა მიმეცა. კამერა არ მივეცი, მაგრამ იძულებული ვიყავი, რომ კამერა მიმეცა, რადგან კამერა წამართვეს, რამდენიმე კაცი იყო, სხვა გზა არ გვქონდა. ამასობაში ჩიპის ამოღება მოვახერხე,“- განაცხადა ლევან კალანდიამ.

შს სამინისტრომ გამოძიება ჟურნალისტისთვის ხელის შეშლის მუხლით დაიწყო, რაც ჯარიმას ან 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსსაქართველოს ოფისის წარმომადგენლები გაუსწორდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42