სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი 5 ოქტომბრს, თბილისის პროკურატურასი მიცემულ ჩვენებაში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას იხსენებს:
"ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთ შეხვედრაზე ქართული თამბაქოს აღორძინების იდეაზე ვისაუბრეთ, რა დროსაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ იდეა მოეწონა და გამოთქვა პროექტის იმ ფონდიდან დაფინანსების მზაობა, რომელსაც განაგებს გიორგი ბაჩიაშვილი".
„იმ პერიოდისათვის კომპანიები, რომლებიც ოპერირებდნენ ქართული თამბაქოს წარმოების ბიზნესში, ახდენდნენ შედარებით დაბალი ხარისხის თამბაქოს წარმოებას, რომელიც გათვლილი იყო საქართველოში მცხოვრებ დაბალბიუჯეტიან ფენაზე. ბიზნეს იდეის არსი კი მდგომარეობდა შემდეგში, საკმაოდ დიდ ფართობზე უნდა მომხდარიყო თამბაქოს პლანტაციების გაშენება, რომლისგანაც უნდა გვეწარმოებინა ქართული თუთუნის ბაზაზე წარმოებული მაღალი ხარისხის სიგარეტი და სიგარები, რომელიც გავიდოდა ექსპორტზე. ეს იყო საკმაოდ ძვირიანი პროექტი, ჯდებოდა დაახლოებით 20 000 000 აშშ დოლარამდე, რის გამოც გადავწყვიტეთ, დახმარება გვეთხოვა ბატონი ბიძინა ივანიშვილისათვის, რომელსაც მოვუყევი ამ ბიზნეს იდეის შესახებ, რომელიც მოიწონა და აღმითქვა დახმარება. თუმცა ვინაიდან ბიზნესი ეხებოდა ქართული წარმოების განვითარებას და უკვე ამ სფეროში, კერძოდ, ქართული თამბაქოს სფეროში ოპერირებდა ზაზა ოქუაშვილი და ივანე ჩხარტიშვილი, ბიძინა ივანიშვილის თქმით, პროექტს პერსპექტივა ექნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სიგარეტის მწარმოებელი ორივე კომპანია ჩაერთვებოდა ბიზნესში. პროექტის მიხედვით, ვანო და ზაზა ბიზნესში შემოდიოდნენ 20-20%-ით და მათი ინვესტიცია უნდა ყოფილიყო 2-2 მილიონ აშშ დოლარამდე, ხოლო დანარჩენ თანხას მთლიანად აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი"- აცხადებს ყიფიანი.
სპორტის ყოფილი მინისტრი ჩვენებაში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ზაზა ოქუაშვილთან ერთად მეორედაც შეხვდა.
„დაფინანსება მოხდებოდა ფონდიდან, რომელსაც განაგებს გიორგი ბაჩიაშვილი. სულ გაიმართა ორი შეხვედრა. პირველი შეხვედრა, რომელიც შედგა გიორგი გახარიას, ბიძინა ივანიშვილის, ზაზა ოქუაშვილის და ჩემი მონაწილეობით, ხოლო მეორე შეხვედრას უკვე გიორგი გახარია აღარ დასწრებია. როგორც აღვნიშნე, შეხვედრები ეხებოდა ქართული მეთამბაქოების და სიგარეტის წარმოების განვითარებას”, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.
გამომძიებლები დაინტერესდნენ უშუიალოდ ყიფიანმა თუ შეასრულა რაიმე სამუშაო აღნიშნული ბიზნესის ასაწყობად?
"მე დავიწყე მიწის ნაკვეთების მოძიება ლაგოდეხში და აჭარის რეგიონში, სადაც შესაძლოა, მოგვეხდინა თამბაქოს წარმოების აღორძინება”- თქვა "ომაგე ჯგუფის" ირგვლივ არსებული ჩანაწერების ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტამა.
მასალის გამოყენების პირობები






