ოქუაშვილი ჩანაწერები გაკეთებისას მიწუნებდა არტისტიზმს, რამდენიმე დუბლად ვწერდით - ლევან ყიფიანი
პოლიტიკა - 17:32, 10 Oct, 2018     2263
თბილისის პროკურატუირის მიერ გასაჯაროებულ ჩვენებაში ლევან ყიფიანი ომეგას სამქეზე გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებზე ყვება: "ჩანაწერები ჩავწერეთ რამდენიმე დუბლად, რადგან ოქუაშვილი თვლიდა, რომ მე მაკლდა დამაჯერებლობა და მიწუნებდა არტისტიზმს".

ყიფიანი ამბობს, რომ ჩანაწერებს ოქუაშვილი ამონტაჟებდა. ყიფიანი ირწმუნება, რომ ოქუაშვილს "თბილისის თამბაქოს" მეწილე ირაკლი ჩუბინიშვილიც ეხმარებოდა.

„ოქუაშვილი ითხოვდა ხისტ ფორმულირებებს და გვარების ხშირად ხსენებას და ყველა სიტუაციაში, ხშირად კონტექსტიდან ამოგლეჯილად ახსენებდა სხვადასხვა გვარსა და ითხოვდა ისინი მეც მეხსენებინა, რასაც მე ზედმიწევნით არ ვიმეორებდი, რადგან არ ვთვლიდი, რომ უცხოელი პარტნიორებისთვის გვარები დიდად ცნობილი იქნებოდა და ვთვლიდი ,რომ უფრო დამაჯერებელი იქნებოდა ტუკი აქცენტი ფაქტებზე გაკეთდებოდა და თუნდაც გვარის ერთხელ ხსენება საკმარისი იყო, რაზეც ზაზა არ მეთანხმებოდა და ზოგი ეპიზოდი ჩავწერეთ რამდენიმე დუბლად, რადგან ოქუაშვილი თვლიდა, რომ მე მაკლდა დამაჯერებლობა და მიწუნებდა არტისტიზმს.

შესაბამისად, ვთვლი, რომ ჩვენი ჩანაწერები მას მაინც არ მოეწონა და მონტაჟის გზით კიდევ უფრო გაამძაფრა მისი შინაარსი. ახლა კი ვხვდები თუ რატომ ითხოვდა მეტ ხისტ ფორმულირებასა და გვარების დასახელებას, რადგან მას თავიდანვე ჰქონდა გათვლა, რომ უნდა მომხდარიყო მედიაში მისი ტირაჟირება და ქართველი მაყურებლისთვის გაცილებით სკანდალურია ხშირად გვარების ხსენება და ფაქტების სიმძაფრე.

სწორედ ამიტომ მოახდინა ზაზამ ინსცენირებული ჩანაწერების კიდევ დამატებით მონტაჟი . ჩანაწერების დამზადების დროს რომ მოეთხოვა კიდევ უფრო გამძაფრება სიტუაციის ეს ჩემში ეჭვებს აღძრავდა, რასაც ვფიქრობ იმ დრო მოერიდა და მონტაჟის გზით დაამზადა მისთვის სასურველი ჩანაწერი. ზაზას ჩემთვის აქვს ნათქვამი, რომ მას ირაკლი ჩუბინიშვილიც ეხმარებოდა ინსცენირებაში"- წერია ყიფიანის გამოკითხვის ოქმში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42