"ოთართან არაერთი საუბარი მქონდა, ვიცოდი რომ ჰყავდა ნაცნობი და დაგვეხმარებოდა"- ლევან ყიფიანი TBC ბანკიდან ფულის გატანის საკითხზე
პოლიტიკა - 17:26, 10 Oct, 2018     1327

მთავარი პროკურატურა სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროებს.

ყიფიანი ბანკიდან 4 მილიონი ლარის გატანის შესახებ საუბრობს და ირწუნება, რომ TBC ბანკიდან თანხის გატანის ეპიზოდში გიორგი გახარია არ მონაწილეობდა.

მისი თქმით, ბანკში თანხის გატანასთან დაკავშირებით მას სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა ოთარ ფარცხალაძესთან.

სპორტის ყოფილი მინისტრის განცხადებით, ფარცხალაძეს მან სთხოვა დახმარება, თუმცა ყიფიანის თქმით, იმის გამო, რომ ბანკმა მოახერხა თანხის გაცემა, ოთარ ფარცხალაძის დახმარება საჭირო აღარ გახდა.

კითხვაზე, ხომ არ მოხდა სოლიდური თანხის მობილიზება და გატანა სახელმწიფო ორგანოდან მესამე პირის ჩართულობით, ლევან ყიფიანი აცხადებს, რომ ბანკმა უზრუნველყო თანხის გაცემა და ამ პროცესში თავად ბანკის ხელმძღვანელი პირების გარდა არავინ ჩარეულა.

„ბანკში ყოფნისას მე მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელეებთან რაიმე სახის კომუნიკაცია არ მქონია. მედიაში გასულ ინფორმაციას, რომ მე საუბრები თითქოს მქონდა გიორგი გახარიასთან არ ვადასტურებ. რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძე, როგორც აღვნიშნე, მე საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს ოთართან და იმ დღესაც ბანკში მისვლამდე და ბანკში ყოფნის პერიოდში, არაერთი საუბარი მქონდა მასთან. ვინაიდან ვიცოდი, რომ ოთარი იყო ბიზნესით დაკავებული და საბანკო სექტორში ჰყავდა ბევრი ნაცნობი, მას ვთხოვდი, რომ დაგვხმარებოდა სს თიბისი ბანკიდან თანხის გამოტანაში. დახმარება შეიძლებოდა დაგვჭირვებოდა იმ ფაქტის გამო, რომ საკმაოდ გვიან დაახლოებით 17:30 საათისთვის მოგვიწია ბანკში მისვლა და შესაძლოა ბანკის სამუშაო საათებში ვერ მოგვესწრო თანხის განაღდება. ოთარი დაინტერესდა რომელ ფილიალში ვიმყოფებოდი, რა ოდენობის თანხაზე იყო საუბარი, ფიზიკური პირის თუ კომპანიის ანგარიშზე იყო თანხა ჩარიცხული. ამ მიზნით ჩვენს შორის შედგა რამოდენიმე სატელეფონო საუბარი,“- განაცხადა ლევან ყიფიანმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42