ყიფიანი ირწმუნება, რომ „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, ზაზა ოქუაშვილმა უთხრა, რომ ოფშორული კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხავდა ფულს და სთხოვა დახმარებოდა ფულის ე.წ. გაქეშებაში კომპანიის დირექტორატს, რომლებიც „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლები იყვნენ.
„ზოგადად, ოქუაშვილი იმ პერიოდში სულ ქეშის ოპერირებდა არამარტო პირადი ხარჯებისთვის, არამედ ბიზნესში. მახსოვს მცხეთაში რაღაცას აშენებდა და ქეშით აფინანსებდა ხარჯების დიდ ნაწილს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ "ომეგა ჯგუფში" შემავალი კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში შესაძლოა მომხდარიყო მისი ბიუჯეტის სასარგებლოდ წარმართვა. ამავდროულად იმ პერიოდისთვის "ომეგა ჯგუფს" გააჩნდა დავალიანება საქართველოს ბანკის წინაშე, რომელიც ითხოვდა სესხის დაფარვას, შესაბამისად, "ომეგა ჯგუფში" შემავალი კომპანიების ანგარიშზე თანხის გამოჩენა საფუძველს მისცემდა "საქართველოს ბანკს", დაეყადაღებინა ანგარიშები,“- აღნიშნავს ყიფიანი.
მისივე თქმით, 2016 წლის აპრილში ლონდონში გამგზავრებამდე ზაზა ოქუაშვილი შეხვდა ოფისში, რომელმაც უთხრა, რომ სჭირდებოდა თანხის ე.წ გაქეშება და ვინაიდან თავად თბილისში არ იქნებოდა, ყურადღება მიექცია.
„მითხრა, რომ კომპანიის დირექტორებად ნიშნავდა ომეგას ჩვეულებრივ თანამშრომლებს, ხაჩიშვილს და ფანქველაშვილს. 2016 წლის აპრილში, თარიღები ზუსტად არ მახსოვს, ორ ეტაპად მოხდა თანხის განაღდება, რომელიც მიიღო კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე ხაჩიშვილმა. მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე თიბისი ბანკის სათაო ოფისში მისულები მე და ნიკოლოზ ასანიძე და გიორგი ქურდაძე, დავით ფანქველაშვილი და ალექსანდრე ხაჩიშვილი მივედით. თავიდან "თიბისი ბანკის" ოპერაციების მმართველი უარს აცხადებდა ამ ოდენობის თანხის ერთჯერადად გაცემაზე, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ზაზა ოქუაშვილი და ზოგადად ჩვენი ჯგუფი იყო "თიბისი ბანკის" კლიენტი, ბანკმა გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და სწრაფად გასცეს თანხა. გაქეშებებული თანხებთან მე შეხება არ მქონია და ორივე შემთხვევაში ეს ფული, რამდენადაც მახსოვს, დაბრუნდა ოქუაშვილისკუთვნილ ბეემვეს ცენტრში. ქეშის ტრანსპორტირების ორგანიზებაც ოქუაშვლმამოახდინა. მაგრამ იმის გამო, რომ მე ფულს არ გავყოლივარ, გადაჭრით ვერ გეტყვით, BMW-ში მიიტანეს მერე ეს თანხა თუ მის რომელიმე ოფისში, მაგალითად იბერიაში,“- აღნიშნავს ჩვენებაში ლევან ყიფიანი.
მასალის გამოყენების პირობები






