2019 წლის დასაწყისში საქართველოს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობით გერმანელ ბიზნესმენთა დელეგაცია ეწვევა
პოლიტიკა - 15:56, 10 Oct, 2018     938

გერმანიაში, მაინის ფრანკფურტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს საპარლამენტო მდივან ნორბერტ ბარტლისთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა და ერთობლივ პროექტებზე ესაუბრა, რომლებიც საქართველოში გერმანიის მხარდაჭერით ხორციელდება.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, განსაკუთრებული ხაზი გაესვა საქართველოში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის 2018 წლის აგვისტოში განხორციელებულ ვიზიტსა და მის შედეგებს, რომლის დროსაც განისაზღვრა არაერთი ორმხრივი სტრატეგიული მიმართულება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აღნიშნული ვიზიტის დროს საქართველოსა და გერმანიის პირველი პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ითვალისწინებს ყოველწლიურად ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შეხვედრას, რომელიც ეკონომიკის სამინისტროებს შორის მუდმივი დიალოგის ჩარჩო-ფორმატის ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა. აღინიშნა, რომ 2019 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს დელეგაცია ბიზნესმენთა წარმომადგენლობით ჯგუფთან ერთად ეწვევა.

დადებითად შეფასდა საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობა ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სხვა მიმართულებით. აღინიშნა დადებითი ზრდის დინამიკა, რომელიც სახეზეა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის კუთხით. კერძოდ, 2018 წელს ექსპორტი 32 პროცენტითაა გაზრდილი, რასაც ხელს უწყობს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) მოქმედება.

ასევე ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელსაც გერმანია უწევს საქართველოს რეფორმების განხორციელების კუთხით. ითქვა, რომ გერმანია საქართველოს დონორების სიაში მე-2 ადგილზეა და დღემდე 820 მლნ. ევროზე მეტი ფინანსური და ტექნიკური დახმარება აქვს აღმოჩენილი. ასევე აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი დონორია ენერგეტიკის სექტორში. ამის ერთ-ერთ მაგალითად დასახელდა საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი, რომელიც გერმანიის მხარის თანადაფინანსებით განხორციელდება.

შეხვედრაზე პოზიტიური შეფასება მიეცა გერმანიაში, ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსის მინიჭებას, რომელიც გერმანიაში ფართო აუდიტორიას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას საქართველოს შესახებ და გააღრმავებს ქართველ და გერმანელ ხალხთა შორის კავშირს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42