ლგბტ ადამიანების პრობლემები საქართველოში - რა რეკომენდაციები აქვს გაეროს დამოუკიდებელ ექსპერტს
პოლიტიკა - 15:51, 10 Oct, 2018     917
გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებში მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად საქართველოში არის მნიშვნელოვანი გამოწვევები ლგბტ ადამიანების უფლებების დასაცავად. ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზის შეფასებით, 2018 წლის დასაწყისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების ნების არსებობაზე მიუთითებს.


დამოუკიდებელი ექსპერტი ვიქტორ მადრიგალი საქართველოში 24 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე იმყოფებოდა. იგი შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, ლგბტ ადამიანებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და თავისი ვიზიტის შესახებ შემაჯამებელი განცხადება გააკეთა:

„ზემოთ ნახსენები საჯარო პოლიტიკის გადაწყვეტილებების მთლიანობაში შეფასებისას, აღმოვაჩინე, რომ ისინი კარგ საფუძველს ქმნის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიადაგზე დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოფხვრის ფართომასშტაბიანი სტრატეგიისთვის. თუმცა, სამწუხაროდ, დასახული მიზნების დიდი უმრავლესობა ჯერ კიდევ არ არის მიღწეული და მხოლოდ მათ მცირე ნაწილთან დაკავშირებით შეინიშნება უმნიშნვნელო პროგრესი, რაც, თავის მხრივ მნიშვნელოვნად აფერხებს სახელმწიფოს მიერ დასახული ამოცანების შესრულებას. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ჯერ კიდევ მომზადების სტადიაზეა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის ის ნაწილი, რომელიც თანასწორობას ეხება. მისიის განხორციელებისას მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის თაობაზე მისაღები კონკრეტული ნაბიჯები უნდა იყოს შეტანილი გეგმის ამ ნაწილში. შესაბამისად, ჩემი რეკომენდაციია, რომ 2018-2020 წლებისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის გენდერის ნაწილში გათვალისწინებულ იქნეს იმგვარი ფაქტორების შეფასების მექანიზმი, რომლებიც აფერხებს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის 14.4 პუნქტითა და 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის 13.2 პუნქტით დასახული მიზნების შესრულებას. ასევე, განისაზღვროს ის ზომები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ რეალურ განხორციელებას 2018-2020 წლების პერიოდისთვის.

სანამ ეს საქმიანობები განხორციელდება, აქტუალური რჩება კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის შესაძლებელი ფორმალური ბაზის არსებობის ფონზე ლგბტ პირების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასა და დისკრიმინაციასთან ეფექტიანი ბრძოლა. სამწუხაროდ, ყველა ვთანხმდებით, რომ საკანომდებლო ჩარჩოსა და ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი პირების ყოველდღიურ ყოფას შორის მნიშვნელოვანი ნაპრალია, რომელიც სერიოზულ გამოწვევებს უქმნის დისკრიმინაციასა და ძალადობასთან ბრძოლის ეფექტიანობას.“- განაცხადა ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზმა.

ექსპერტის რეკომენდაციები:

-სახელმწიფომ გააორმაგოს მცდელობები, რათა უზრუნველყოს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიადაგზე ჩადენილი ოჯახური ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირება და საქმეების განხილვა, აგრეთვე, შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება.

-პოლიტიკის დოკუმენტებისა და პროგრამების შემუშავებისას, მოხდეს მათი ისეთ გამოკითხვებსა და კვლევებზე დაფუძნება, რომლებიც აფასებენ არსებულ სიტუაციას და პროგრესს გარკვეულ ინტერვალებში. ამ პროცესში ანონიმურობა და კონფიდენციალურობა უნდა იყოს გარანტირებული და დაკავებულთა უსაფრთხოება უმთავრესი ზრუნვის საგნად უნდა რჩებოდეს.

-სწრაფად მოხდეს საჯარო სამსახურის შესახებ სტანდარტებისა და ეთიკის კოდექსის დამტკიცება, რომლებიც გათვალისწინებულია 2016-2017წწ. სამოქმედო გეგმის 13.2.2.-ე პუნქტით ისევე, როგორც მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს შეფასება იმის დასადგენად, რომ იგი სრულიად ადეკვატურია სიძულვილის ენასთან საბრძოლველად. ამასთან, ჩემი რეკომენდაციაა დაინერგოს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით სიძულვილის ენის მიმართ, რასაც თან უნდა სდევდეს გამოძიების ეფექტიანი ღონისძიებები და სასჯელი.

-სახელმწიფომ გაითვალისწინოს ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობა 2013 წლის 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებული ფაქტების დადგენისა და მათზე შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, რასაც უნდა მოჰყვეს რეაბილიტაციის ღონისძიებები, მათ შორის უნდა განისაზღვროს ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ ასეთი ფაქტები აღარ განმეორდეს.

-სახელმწიფომ უზრუნველყოს მაღალი ხარისხის, დროული და ჯეროვნად დახარისხებული მონაცემების მოპოვება იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს პოლიტიკის ისეთი ცვლილებების შემუშავება, რომლებიც საჭიროდ იქნება მიჩნეული ლგბტ თემის სოციალური ინკლუზიისა და მათი უფლებების დასაცავად. მონაცემთა მოგროვება და მართვა უნდა განხორციელდეს ადამიანის უფლებათა სტანდარტების მკაცრი დაცვით, როგორც ლგბტ პირების მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციის პრევენციის, დასჯისა და აღკვეთისაკენ მიმართული ეფექტიანი ღონისძიება.

-სახელმწიფომ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ლგბტ პირების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად და უზრუნველყოს მათთვის ჯანდაცვის მომსახურებებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ეს მოიცავს გენდერის დამოწმების სერვისის მიწოდების შესაძლებლობის გათვალისწინებას, როგორც სახელმწიფო ვალდებულებისა, დიაგნოზის მიუხედავად და არა როგორც წინაპირობა გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის.

-სახელმწიფომ უზრუნველყოს ობიექტური, აპოლიტიკური სქესობრივი განათლება და ცნობიერების ამაღლება, როგორც გენდერის, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის არსებითი ინსტრუმენტი.

-რომ გააუქმოს ძალადობრივი მოთხოვნები, როგორც წინაპირობა გენდერული მარკერების ცვლილებისთვის, მათ შორის იძულებით არა ნებაყოფლობითი სტერილიზაცია და ტრანზიციასთან დაკავშირებული სამედიცინო პროცედურები ისევე, როგორც ქირურგიული ოპერაციები და ჰორმონალური მკურნალობა, სამედიცინო დიაგნოსტიკის გავლა, ფსიქოლოგიური შეფასებები ან სხვა სამედიცინო ან ფსიქო-სოციალური პროცედურები ან მკურნალობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42