მედვედევის ბრძანებით შექმნილი ფონდი თბილისში მორიგი ფორუმის გამართვას გეგმავს
პოლიტიკა - 14:55, 10 Oct, 2018     1833
საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირი გორჩაკოვის ფონდთან ერთად 13-14 ოქტომბერს თბილისში რუსეთისა და საქართველოს არაკომერციული ორგანიზაციების ახალგაზრდა ლიდერების ფორუმს მართავს, რომლის სახელწოდებაცაა „სახალხო დიპლომატია-კომპრომისების დიალოგი“. ამის შესახენ ინფორმაციას ფონდი ავრცელებს, რომელიც 2010 წელს რუსეთის ექს-პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით შეიქმნა.


ფორუმის გაცხადებული მიზანი არის - „შეიქმნას პლატფორმა რუსეთის და საქართველოს ახალგაზრდების მოწინავე წარმომადგენლების აქტიური ურთიერთობებისთვის.“ ავტორები მიიჩნევენ, რომ პროექტი ხელს შეუწყობს „რუსულ-ქართული დიალოგის განვითარებას“ და ფორუმის დელეგატები მონაწილეობას მიიღებენ „საქართველოში რუსული დიასპორის სტატუსის გაღრმავების მექანიზმების შემუშავებაში, მათ შორის ქართულ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებსა და ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ეროვნულ დიპლომატიის როლის შესრულების პოტენციალის გაძლიერებაში“

ფონდის ინფორმაციით, ფორუმზე მონაწილეობას მიიღებენ რუსი და ქართველი მოოღვაწეები პოლიტიკის, განათლების, კულტურის სფეროდან ასევე მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და საქართველოს რუსულენოვანი დიასპორის აქტივისტები.

შეგახსენებთ, სექტემბერში თბილისში ჩატარდა ფორუმი, რომელიც ორგანიზებული იყო რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდის მიერ. ფორუმის ფარგლებში გაიმართული კონფერენცია „მედიის როლი რეგიონში ნდობის გამყარების საქმეში“, საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა, რომლის მთავარი ლოზუნგიც იყო „რუსეთი-ოკუპანტია“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42