დიმიტრი შაშკინის სკანდალური განცხადება: "ხელისუფელბა ჯარისკაცებს არჩევნებზე ხმის მიცემის უფლებას ართმევს"
პოლიტიკა - 12:24, 10 Oct, 2018     4002
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი „ნიუპოსტთან“ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქართველ სამხედროებს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას ართმევს.

შაშკინი იმ სქემაზე საუბრობს, რომლის თანახმადაც, სამხედროები 28 ოქტომბერს საკუთარი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობას ვეღარ შეძლებენ.

ყოფილი მაღალჩინოსანი ხელისუფლების გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების შიშს“ უკავშირებს. შაშკინი ამბობს, რომ ბიძიბნა ივანიშვილის გუნდი შეიარაღებულ ძალებს არ ენდობა, რადგან იცის, რომ სამხედროები უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ, რომელიც საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს, დადებითად განწყობილები არ არიან.

"28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა ირჩევს ქვეყნის პრეზიდენტს, რომლის ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ჩვენი შეიარაღებული ძალების მთავარსარდლობაა, ანუ რამდენიმე დღეში ჩვენ ვირჩევთ ქვეყნის მთავარსარდალს, თუმცა "ქართული ოცნების" ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს არ მიაღებინოს.

ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ხელისუფლებამ სამხედრო ბაზაზე საარჩევნო უბნები გააუქმა და აგერ უკვე ექვსი წელია, მმართველი პოლიტიკური პარტია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენს ჯარისკაცებს, კაპრალებს, ოფიცრებს არ ჰქონდეს საშუალება საკუთარი არჩევანი გააკეთონ. ხელისუფლება იმდენად არ ენდობა ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, რომ არჩევნებში მონაწილეობასაც უშლის. შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ეუბნებიან, თუ მას არჩევანის გაკეთება უნდა, წავიდეს იქ სადაც არის ჩაწერილი, თუმცა ავალდებულებენ, რომ იმავე დღეს დაბრუნდეს. ანუ სამხედრო, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზაზეა, თუმცა ცხოვრობს ზუგდიდში, უნდა წავიდეს ზუგდიდში, მისცეს ხმა და უკან მობრუნდეს. არაფერს ვამბობ იმაზე, თუ რა ფინანსებთანაა ეს დაკავშირებული. სამწუხაროდ, ჩვენი შეიარაღებული ძალების ხელფასი, გარდა თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბისა, არის ძალიან დაბალი. ამასთან ხელისუფლებაში, იციან რა, რომ ავღანეთში მყოფი კონტიგენტი ამ ხელისუფლებისა და მისი რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ სიყვარულით არ გამოირჩევა, მათ ვადამდელი როტაცია დაიწყეს. ეს მაშინ, როცა ქვეყანას პარტნიორ ქვეყნებთან გარკვეული ვალდებულებები გააჩნია. ხელისუფლების მიზანია, რომ შეიარაღებული ძალების კონტიგენტი იყოს გზაში და ვერ მოახერხოს ხმის მიცემა, როცა ავღანეთის კონტიგენტში ხმის მიცემის კენჭისყრა დადგება"- განაცხადა "ნიუპოსტთან" დიმიტრი შაშკინმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამბობს, რომ ხელისუფლება ჯარის დემორალიზებას ეწევა. შაშკინი აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტრო "ფულის კეთებით" არის დაკავებული.

"გამოსცეს ბრძანება, რომლის მიხედვითაც ჩვენს ოფიცრებს, სერჟანტებს, კაპრალებს, ჯარისკაცებს ქუჩაში ფორმით გადაადგილება ეკრძალებათ. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ მოსახლეობის მხრიდან ქართული ჯარის სიყვარულისა და სიამაყის გრძნობა ჩაკლან. ყველაფერს აკეთებენ, რომ მაქსიმალურად დააკნინონ შეიარაღებული ძალების როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და უსაფრთხოებაში. ისინი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ გააკეთონ ფული. ვინც თავდაცვის სამინისტროსთან ან გენშტაბთან დაახლოებულია, ყიდის ტყვია-წამალს, რომელსაც ჩვენ პარტნიორები გვაძლევენ. ფულს აკეთებენ საკვებზე, სამხედრო შესყიდვებზე. ყიდულობენ იარაღს, რომელიც აბსოლუტურად არ გვჭირდება და უარს ამბობენ, იმ იარაღზე რომელიც ქვეყანას გამოადგება და რაც მთავარია, მას პარტნიორები საჩუქრად გვაძლევენ"- განმარტავს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42