აქცია 8 ოქტომბერს დაიწყება და 6 კვირის მანძილზე გასტანს. გათამაშებაში მონაწილეობისთვის “Mastercard Europe SA”-ი სხვადასხვა სახის პრიზებს გაათამაშებს. საქართველოს ეროვნული ლატარიის ინტერნეტ მომხმარებლი აქციაში ,,უნიფეის’’ საშუალებით განხორციელებული პირველი ტრანზაქციის განხორციელებისთანავე ჩაერთვებიან.
აქცია 6 კვირა გაგრძელდება (2018 წლის 8 ოქტომბრის 00:00:01 საათიდან - 2018 წლის 18 ნოემბრის 23:59:59 საათის ჩათვლით). კამპანია ტარდება 2 ნაწილად: ყოველკვირეულად გამოვლინდება 10 გამარჯვებული, ხოლო აქციის ბოლოს მთავარი პრიზების მფლობელების ვინაობა გახდება ცნობილი.
ყოველკვირეული გათამაშების პრინციპი შემდეგია: ის 10 მომხმარებელი, რომლებიც უნიფეის ელექტრონულ საფულეზე მიბმული Mastercard ბარათით გადაიხდიან ან გადარიცხავენ თანხას (მინიმუმ 1 ლარის ოდენობით) და კვირის განმავლობაში ყველაზე მეტ ტრანზაქციას დააგროვებენ, დასაჩუქრდებიან ყოველკვირეული პრიზებით. გამარჯვებული მომხმარებელი 4 ვარიანტიდან თავად ირჩევს საჩუქარს:
· Spotify Premium- 1 თვიანი პაკეტი;
· iTunes -ის 10 დოლარის ექვივალენტის სასაჩუქრე ბარათი;
· Steam-ის 10 დოლარის ექვივალენტი ბალანსზე;
· 20 ლარის ქეშბექი.
ყოველკვირეულ გათამაშებაში მონაწილეთა ტრანზაქციების რაოდენობის ათვლა ყოველ ორშაბათს ახლიდან იწყება.
კამპანიის ბოლოს, 20 ნოემბერს, გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებსაც მთლიანი კამპანიის განმავლობაში დაგროვებული ექნებათ ყველაზე მეტი ტრანზაქცია და მოიგებენ:
· I ადგილი - 5000 ₾
· II ადგილი - 3000 ₾
· III ადგილი - 1500 ₾
საქართველოს ეროვნული ლატარია საკუთარ მომხმარებელს მომავალშიც შესთავაზებს სხვადასხვა წამახალისებელ აქციებს. კომპანიის მიზანია კიდევ უფრო გაზარდოს საკუთარი მომხმარებლის ლოილობა და სხვადასხვა ოდენობის თანხების მოგების შანსის მიცემის პარალელურად, მათთვის ლატარიის პროდუქტების გამოყენება კიდევ უფრო მიმზიდველი გახადოს.
მასალის გამოყენების პირობები






