"ოთარ ფარცხალაძე თანამდებობის პირებს სცემს, არსებული ინფორმაციით სხვებიც ჰყავს ნაცემი... პარლამენტის თავმჯდომარე კი იცავს ვიღაც კრიმინალს" - ეკა გიგაური
პოლიტიკა - 01:05, 10 Oct, 2018     4886
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომელმაც მესამე სექტორი "ფაშისტებად" შერაცხა, მნიშვნეოვანი საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებენ არასამთავრობო სექორის წარმომადგენლები.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს, რომ ხელისუფლება მესამე სექტორის დისკრედიტაციას ცდილობს

„მგონია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შეეცადა, ორშაბათს ჩაეტარებინა ეს ბრიფინგი და ფაქტობრივად, ყურადღება გადაეტანა მნიშვნელოვანი საკითხებიდან უმნიშვნელო საკითხებზე და ფაქტობრივად, რას აკეთებენ, ხომ მეორე დღეა, ვსხედვართ ჩვენ და ვსაუბრობთ იმაზე, რომ არ ვართ ფაშისტები. მგონია, სასაცილოა ეს ყველაფერი. ამათი მთავარი მიზანი იყო ის, რომ ჩვენ არ გვესაუბრა კორუფციაზე, ჩვენ არ გვესაუბრა არაფორმალურ მმართველობაზე, ჩვენ არ გვესაუბრა ფარცხალაძე, ჩვენ არ გვესაუბრა ჩხარტიშვილი, არ გვესაუბრა ამ ადამიანების ხელშეუხებლობაზე, არ გვესაუბრა იმაზე, რომ პროკურატურა არის არაეფექტური, არ გვესაუბრა იმაზე, რომ მთლიანად ქართული ოცნება, დაწყებული პარლამენტის თავმჯდომარით და დამთავრებული რიგითი დეპუტატით, ჩართული არის იმაში, რომ გადაეფაროს ფარცხალაძე, ჩხარტიშვილს და ივანიშვილს და მათი პასუხისმგებლობა არ დადგეს იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობდა ამ ჩანაწერებში,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა თოქშოუ "არჩევანის" ეთერში.

გიგაურის თქმით, ოთარ ფარცხალაძეს ხელით ეხება თანამდებობის პირებს სცემს, მათ შორის მოქმედს. "არის ინფორმაციების რომ სხვებიც ჰყავს ნაცემი... ადამიანი დადის და ადამიანებს სცემს და ამაზე პასუხი არ უნდა გასცენ? პარლამენტის თავმჯდომარე კი იცავს ვიღაც კრიმინალს, ეს ხომ ყველაფერი ფარსია. " - განაცხადა ეკა გიგაურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42