გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქე რაშიდ კანჯი-ოღლი აფხაზეთშია, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ პირველ არხს განუცხადა.
„დიახ, მე ვნახე ვიდეო და, ალბათ, თქვენც ნახეთ. ჩვენს ვიდეოში მხოლოდ ადამიანების სილუეტებს ვხედავთ. ადამიანები მოდიან, ვიღაც ვარდება, ვიღაც ისვრის. ჩვენ არ ვამართლებთ ძალადობას. შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ დაიღუპა ქართველი და ყველა ბედნიერია აფხაზეთში. ეს ასე არ არის. აღძრული იყო საქმე და ის დაკავებული იყო, მაგრამ ადამიანის დაპატიმრებისთვის საქმის ბოლომდე მიყვანაა საჭირო.
სურვილი რომ არ გვქონოდა, მაშინ საქმესაც არ აღვძრავდით. დიახ, დღეს ის იმყოფება აფხაზეთში. მესმის, რომ ინტერპოლით იძებნება, მაგრამ ამ პრინციპით ყველა შეიძლება ინტერპოლის სიაში მოხვდეს. იქ მოხვდნენ 10 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანებიც, ამიტომ არავინაა დაზღვეული ამ სიაში მოხვედრისგან.“- განაცხადა დაურ კოვემ.
სრულად იხილეთ 1tv.ge
მასალის გამოყენების პირობები






