პრეზიდენტოს საპარლამენტო მდივანი მოუწოდებს ყველას სწორად და ადეკვატურად გაიაზრონ და პატივი სცენ არასამთავრობო ორგანიზაციების როლს
პოლიტიკა - 17:50, 09 Oct, 2018     729
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი ყველას მოუწოდებს სწორად და ადეკვატურად გაიაზრონ და პატივი სცენ არასამთავრობო ორგანიზაციებს როლს, რადგან სამოქალაქო სექტორი ქართული სახელმწიფოს განვითარებისა და ჩამოყალიბებისათვის დემოკრატიის განვითარების საქმეში უდიდეს როლს ასრულებენ.


"თანამედროვე ევროპული დემოკრატია არ არსებობს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე. სამოქალაქო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ელემენტი სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები არიან.

შესაბამისად, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ, რომ შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტი სივრცე შევქმნათ იმისთვის, რომ საქართველოში განვითარდეს არასამთავრობო სექტორი და მათ შეძლონ ნორმალურ, უსაფრთხო პირობებში მუშაობა და არ იყვნენ მუდმივი თავდასხმის ობიექტები.

არავინ საქართველოს არ აღიქვამს დემოკრატიულ სახელმწიფოდ თუ აქ არ იქნება ძლიერი, მრავალფეროვანი სამოქალაქო სექტორი. ეს არის ერთერთი მთავარი მიღწევა ჩვენი ქვეყნის, რომელიც საქართველოს წინსვლის სერიოზული რესურსია და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

ამიტომ არასამთავრობო სექტორისთვის უსაფრთხო და ნორმალური სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორის მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც ეს ჯგუფები და ეს ადამიანები ასრულებენ ძალიან საჭირო საქმეს, აკვირდებიან: წინასაარჩევნო გარემოს, სხვადასხვა პოლიტიკური აქტორების მოქმედებებს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში და როდესაც მათი შეფასებები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით იქნება ძალიან ყურადსაღები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42