არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ უწყებათაშორისი კომისია პროტესტის ნიშნად დატოვა. აღნიშნულ ფაქტს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმაურება:
„ვფიქრობ, ეს მათი მხრიდან არასერიოზული ნაბიჯია, რომელიც კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს, ჩვენ ვიყოთ კიდევ უფრო მეტად სერიოზულები, ვიდრე აქამდე ვიყავით. შესაბამისად, უწყებათაშორისი კომისია, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას ცალმხრივ რეჟიმში. იმედი მაქვს, ისინი ამ გადაწყვეტილებას შეცვლიან.
მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ გაკეთებული არაერთი შეფასება არის ზედაპირული, ჩვენ მაინც, როგორც ეს იყო საია-ს შემთხვევაში, ვაგრძელებთ მათ მოსმენას, თუნდაც მედიამონიტორინგის საშუალებით და მათზე რეაგირებას, მიუხედავად იმისა, რომ თავად არ ესწრებიან ხოლმე კომისიის სხდომებს.
ასევე შეტყობინებები როგორც ეგზავნებოდათ, ახლაც გაეგზავნებათ და კომისიის კარი, რა თქმა უნდა, ღია დარჩება მათთვის, იმ შემთხვევისთვის, თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ დაუბრუნდნენ სერიოზულობას და სამუშაო რეჟიმს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






