ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი "ქრონიკა+"-ის დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ყოფილმა მასწვლებელმა გიორგი ფარესაშვილმა საკუთარი სადამრიგებლო კლასი ბორჯომ ხარაგაულის ტყე პარკში ექსკურსიაზე წაიყვანა, ექსკურსიისთვის შეგროვილი თანხა მიისაკუთრა და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა,ბავშვები კი ტყეში მიატოვა.
მათ შორის იყო შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გელა ხვედელიძის შვილიც. სტატიის მიხედვით, 21-ე სკოლის დირექტორი სკოლის იმიჯს გაუფრთხილდა და ეს ფაქტი თავის დროზე არ გაახმაურა, ფარესაშვილის დედა კი შვილის მიერ ჩადენილი უმსგავსოების დასაფარად,საკუთარი ხელფასიდან უნაზღაურებდა სკოლას ვალს და ჟურნალისტის ინფორმაციით, დღემდე იხდის ვალს ამ ამბის გახმაურებისა და ჩივილის შიშით.
სტატიის ავტორი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს და წერს: "კატეგორიულად მოვითხოვ, რომ ამგვარი ტიპის ფარული აუდიო ჩანაწერები არავითარ შემთხვევაში არ განადგურდეს და როცა მათი მთავარი გმირები ვინმეს უფლებების დაცვას ანდა ქვეყნის ჭირვარამზე დაიწყებენ საუბარს, საზოგადოებამ დეტალურად უნდა იცოდეს "თავისი გმირების"ამომწურავი ბიოგრაფიისა და ავან- ჩავანის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტ ირინა გოგოსაშვილის ვრცელი სტატია ამ თემაზე "ქრონიკა +"-ის დღევნდელ ნომერში გამოქვეყნდა.
მასალის გამოყენების პირობები






