„დოკუმენტში ვცდილობთ ვიპოვოთ კომპრომისი, მაგრამ ეს ცალმხრივი კომპრომისია. ჩვენ არ გვსურს, რომ შეიქმნას პრეცედენტი, სადაც ქვეყანა, რომელმაც უარყო ვალდებულებები და რომელსაც დაკისრებული აქვსშეზღუდვები ევროსაბჭოს მხრიდან, მიიღოს შემსუბუქებული დამოკიდებულება. ჩვენ არ გვსურს, რომ ეს მოხსენება იქცეს რუსეთის ფედერაციისთვის პირობად, რომ მან არ შეასრულოს ვალდებულებები. რა თქმა უნდა, არგვინდა, რომ რუსეთი გავიდეს ევროსაბჭოდან, გვსურს, ის დარჩეს ევროსაბჭოს შემადგენლობაში, მაგრამ არ გვსურს მოხდეს ეს შანტაჟის, ფინანსური ზეწოლის გზით და ცალმხრივი კომპრომისით. თუ ჩვენ პრობლემის ასეთმოგვარებას დავუშვებთ, მაშინ ეს დაასუსტებს ჩვენს ორგანიზაციას და დააზიანებს ჩვენს რეპუტაციას. რუსეთი ფედერაცია უნდა დარჩეს ევროსაბჭოში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო ძლიერები და უნდა მოვძებნოთ სხვაგზა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი განხილვის შემდგომ ჩვენ შევძლებთ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ევროსაბჭოსსაპარლამენტო ასამბლეა უფრო ძლიერი ორგანიზაცია გავხადეთ და არ დავასუსტეთ. მოდით არ შევცვალოთ წესები, მოდით მოვძებნოთ ამ მდგომარეობიდან სხვა გამოსავალი", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






