„საია“-ს აღმასრულებელი დირექტორი, ირმა პავლიაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ სესხის სახით ბანკი „ქართუდან“ მილიონი ლარის აღებას ეხმაურება და განმარტავს, რომ კანონმდებლობით საპრეზიდენტო კანდიდატს ამის უფლება აქვს.
ირმა პავლიაშვილის თქმით, აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს, როგორ საპროცენტო განაკვეთს დაუწესებს იგივე კომერციული ბანკი სხვა საპრეზიდენტო კანდიდატს, თუ ისიც მოითხოვს მილიონიანი კრედიტის აღებას.
„კანონმდებლობის მიხედვით, რა თქმა უნდა, სუბიექტს შეუძლია, რომ მიიღოს კრედიტი, თუმცა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება, რომ შემდგომ აუდიტის სამსახური დაინტერესდეს, თუ რა პირობებით არის ეს კრედიტი გაცემული, მაგალითად, ხომ არ არის რაიმე საშეღავათო პირობა განსაზღვრული, რომელიც შეიძლება უკანონო შემოწირულობის ფარგლებში იყოს ჩათვლილი. გარდა ამისა, შემდგომ უკვე სხვა სუბიექტებიც თუ მიმართავენ ანალოგიურად კრედიტის მისაღებად და მათზეც თუ გაიცემა კრედიტი და იმავე პირობებით მოხდება თუ არა კრედიტის გაცემა,“ - განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






