ეკა კვესიტაძემ საკუთარი გადაცემის დახურვა პირველი არხის გუშინდელი სიუჟეტიდან გაიგო
საზოგადოება - 14:36, 03 Sep, 2013     1980


კვესიტაძე საკუთარ ,,ფეისბუქ" გვერდზე გადაცემის დახურვის თემას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საკუთარი გადაცემის დახურვის შესახებ მისთვის მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი.

 

,,გადაცემა ,,აქცენტები" დახურეს, როგორც ჩანს, ხელისუფლების გადაწყვეტილების შედეგად.

 

არხის ახალი გენერალური დირექტორი არაერთხელ დაპირდა სამეურვეო საბჭოს, რომ ჩემი საავტორო გადაცემა - "აქცენტები" არ დაიხურებოდა (არსებობს ამის დამადასტურებელი ვიდეო ჩანაწერებიც). თუმცა, როგორც გუშინ - 2 სექტემბერს პირველ არხზე გასული სიუჟეტიდან შევიტყვეთ, გადაცემა "აქცენტები" ახალ ბადეში აღარ ფიგურირებს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რვა თვის განმავლობაში არხის დირექტორი, მხოლოდ ერთხელ, ისიც შემთხვევით ვნახე. მიუხედავად იმისა, რომ მან რამდენჯერმე უთხრა სამეურვეო საბჭოს, რომ ჩემთან, ისევე როგორც სხვა წამყვანებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ასეთი მოლაპარაკება არცერთხელ არ გამართულა. ჩემი ბოლო მცდელობა, მას შევხვედროდი და ჩემი გადაცემის შესახებ მკაფიო პასუხი მიმეღო, ასევე წარუმატებლად დასრულდა. ამავდროულად, გადაცემა "აქცენტების" პროდიუსერს ირაკლი ტაბლიაშვილს აღარ გაუგრძელეს ხელშეკრულება.

 

არჩევნებამდე ორი თვითი ადრე საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური დებატების შეწყვეტა, ვფიქრობ, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებშია მიღებული და მედიის გადანაწილების და მასზე ზეწოლის ახალ სქემაში პირდაპირ ჯდება. საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებია, საზოგადოების წინაშე ვალდებულება აქვს წინასაარჩევნო პერიოდში ეთერში გაუშვას პოლიტიკური თოკ-შოუები. ამის მაგივრად არხის დირექტორისგან გუშინ ვიგებთ, რომ მაყურებელი მხოლოდ სექტემბრის ბოლოს გაიგებს, ვინ იქნებიან პოლიტიკური გადაცემის წამყვანები. ხოლო როდის დაიწყება თავად გადაცემები, ამის შესახებ მას მინიშნებაც კი არ გაუკეთებია,"- წერს კვესიტაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42