ლევან აღდგომელაშვილის განცხადებით, ექსპერტიზა ჩატარდა ორ ჩანაწერზე: "თბილისის თამბაქოს" მეწილის ირაკლი ჩუბინიშვილისა და "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის საუბარი, სადაც ჩუბინიშვილი ჰყვება ადგილობრივი და შემოტანილი სიგარეტის თითო რეალიზებული კოლოფიდან პარტიისთვის გადახდილ 2.5 თეთრზე და 2017 წლის წინასაარჩევნო პერიოდში "ქართული ოცნებისთვის" გადახდილ შავ ფულზე.
მეორე ჩანაწეი, რომელსაც ჩაუტარდა ექსპერტიზა ასახავს ჩუბინიშვილისა და ზაზა ოქუაშვილის საუბარს, სადაც ჩუბინიშვილი უყვება მას რომ ბიძინა ივანიშვილთან ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრის შემდეგ, თბილისის თამბაქოს 26 მილიონი ლარის საგადასახადო ვალდებულება მოეხსნა.
„პირველ ფაილზე გაკეთებული დასკვნით, რომ აუდიოფაილის თითოეული ეპიზოდი უწყვეტი ჩაწერის შედეგად პირველწაყაროდანაა აღებული, რომ საკვლევი აუდიოფაილის თანმიმდევრობა დარღვეული არ არის და ეპიზოდების გადაბმის ადგილებში სიტყვები არ წყდება ცალსახად დგინდება ხსენებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა.
მეორე ჩანაწერზე დასტურდება, რომ ეს ჩანაწერიც ეკუთვნის მხოლოდ ერთ საუბარს, რომლის ჩაწერაც
ერთ მოწყობილობაზე უწყვეტად მიმდინარეობდა და საკვლევი აუდიოჩანაწერი არის ავთენტური,“- აცხადებს აღდგომელაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






