"მინდა ვიყო ქვეყანაში სტაბილურობისა და ტოლერანტობის დამცველი პრეზიდენტი" - სალომე ზურაბიშვილი
პოლიტიკა - 15:04, 09 Oct, 2018     643

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. მოსახლეობასთან შეხვედრა დღეს რუსთავში, ქალაქის თეატრში გაიმართა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო დღეს სტაბილური ქვეყანაა, თუმცა რეგიონში ვითარება სულ უფრო რთულდება. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მას სურს, სტაბილურობის გარანტი იყოს.

„საქართველომ გაიარა რთული პერიოდი და დღეს არის სტაბილური ქვეყანა. ჩვენი რეგიონი კი არის რთული და სულ უფრო რთულდება. პრეზიდენტი არის სტაბილურობის გარანტი და მე მინდა ვიყო დამცველი ამ სტაბილურობის. მე ვერ დაგპირდებით პენსიების ზრდას, ამის უფლება არ მაქვს. მაგრამ დაგპირდებით, რომ ვიქნები ყველას პრეზიდენტი და ყველას დამცველი, ყველა მცირე ჯგუფის. სწორედ ეს არის მთავარი ძალა პრეზიდენტის, რომ იყოს ყველას პრეზიდენტი და ყველას გამაერთიანებელი. რუსთავი არის მრავალეროვანი ქალაქი და მე ვიქნები ამ ტოლერანტობის დამცველი მიუხედავად იმისა, რას ისაუბრებენ ჩვენზე.",-განაცხადა მან.

სალომე ზურაბიშვილი უმუშევრობის პრობლემასაც შეეხო. მისი თქმით, რუსთავის მოსახლეობა არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ საწარმოზე ან სამუშაოდ თბილისში წასვლაზე.

„როგორც რუსთავის, ასევე ქვეყნის მთავარი პრობლემა არის უმუშევრობა. ქალაქმა ამ კუთხით დიდი დარტყმა მიიღო, რადგან ჰქონდა დიდი ქარხანა. დღეს რუსთავის მოსახლეობა არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ საწარმოზე და არც მარტო თბილისში წასვლაზე. ჩვენ ერთად უნდა ვიფიქროთ როგორ მოვნახოთ სხვა გზები. განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატი ასევე ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას შეეხო

„ქალთა მიმართ ძალადობა გახდა ახალი მოვლენა ქართული საზოგადოებისთვის. როგორც ქალი, როგორც დედა, მიმაჩნია, რომ ეს საკითხი უნდა იყოს მთავარი ჩემი მოღვაწეობისას. ვთვლი, რომ პრეზიდენტს უნდა შეატყობინონ ამის შესახებ და მას უნდა შეეძლოს ამ კუთხით დასახმარებლად, ინიციატივებით მიმართოს პარლამენტს იმ ფარგლებში რისი უფლებაც პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციით,-განაცხადა მან.

შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ახალგაზრდებისა და მათი ნოვაციური იდეების დახმარებაზე, ასევე იმ სტუდენტების მხარდაჭერაზე, რომლებიც ბრუნდებიან საქართველოში. ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანას უნდა შეეძლოს ამ სტუდენტების ღირსეული დაბრუნება სამშობლოში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42