„არ ვაპირებთ საზოგადოების არცერთ ნაწილთან დაპირისპირებას“ - შს მინისტრი კანაფის კულტივაცია-ექსპორტზე
პოლიტიკა - 13:53, 09 Oct, 2018     888

კანაფის კულტივაცია-ექსპორტი - პარლამენტში კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადაიდო. საკითხს დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა:

"შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო მარიხუანას მოხმარების რეგულირება და ამ მიზანს ჩვენ მივაღწიეთ და ეს კანონმდებებლობა დაიძრა. როგორც მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ ეს მიმართულება დაურეგულირებელი აღმოჩნდა. მინდა გითხრათ, რომ თუ აიღებთ და ჩაიხედავთ იმ საკანონმდებლო ინიციატივებში, რომელიც წარვადგინეთ, ნახავთ, რომ ჩვენ ახალ სტანდარტს ვქმნით სხვადასხვა სახის თრობის ქვეშ სამოქალაქო სივრცეში მოქმედების თაობაზე. ეს არის ხარისხობრივად წინგადადგმული ნაბიჯი. მეორე ნაწილი ეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო მიზნებს. ორი თვე, სამი თვე, ოთხი თუ ერთი, არა აქვს მნიშვნელობა, მსჯელობა იქნება მანამ, სანამ კონსენსუსს ვერ მივაღწევთ საზოგადოებასთან. ეს უნდა იყოს ფართო მსჯელობის საგანი. ვიმოძრავებთ იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ჩვენ მიგვითითებს საზოგადოება.

მინდა მოგახსენოთ, რომ არ ვაპირებთ საზოგადოების არცერთ ნაწილთან დაპირისპირებას. ჩვენ ვაპირებთ ახსნა-განმარტებით, ჯანსაღი დიალოგის, დისკუსიის, ზოგჯერ მწვავე დისკუსიის საშუალებით პოზიციები დავაახლოვოთ. ეს ხომ არის მოძრაობა ორმხრივი. ჩვენ შეიძლება პოზიციები დავაახლოვოთ, შეიძლება ვერ შევძლოთ - არგუმენტები ორივე მხრიდან არსებობს და არგუმენტები არსებობს სერიოზული. მოგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანა გახლავთ მოხდეს რეგულირება ყველა სფეროსი. მოხმარება ჩვენ დავარეგულირეთ და ვთვლით, რომ ეს იყო წინგადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯი. რაც შეეხება მოყვანის სფეროს, ეს იყო ფრთხილი ნაბიჯი, რომ რეგულირება მომხდარიყო. ყველაზე დიდი პრობლემა არის ე.წ. ნაცრისფერი ზონები, სადაც საერთოდ არ ხდება არანაირი პროცესების იდენტიფიცირება. მსგავსი თემა გვქონდა მოხმარებაში. ახლა მოხმარებას დავარეგულირებთ. იგივე მდგომარეობა დაგვრჩება მოყვანის და კულტივირების საკითხში. მერწმუნეთ, ადრე იქნება თუ გვიან, მაინც მოგვიწევა რეგულირების კომპონენტის შეტანა ამ სფეროშიც. აქედან გამომდინარე, ჩვენ პოზიციებს დავაახლოვებთ და იმ კონდიციამდე მივიყვანთ ამ პოზოციებს, რომ ვიმოძრავებთ ერთად", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42