„ომეგა ჯგუფის საქმე“ - საკითხზე კომენტარი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. მისი განცხადებით, ზაზა ოქუაშვილთან შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი „ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბიზნესმენის“ სტატუსით ესწრებოდა.
„მე როგორც დღეს, ასევე მაშინაც კაბინეტში არ ვმუშაობდი და მსგავში შეხვედრები მქონდა ყველა მსხვილი ბიზნესმენის ან ბიზნეს ჯგუფის წარმომადგენელთან როგორც ჩემთან, ისე მათ ოფისებსა და ქუჩაშიც. ეს შეხვედრა შედგა ბიზნეს-ცენტრში და ბიძინა ივანიშვილი იქ იყო, როგორც ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბიზნესმენი. ამ შეხვედრის ამოცანა და მიზანი გახლდათ ადგილობრივი წარმოების დახმარება, ხოლო ყველაფერი რაც შემდგომ მოხდა ეს არის ერთი მსახიობის თეატრი. ეს უკვე ღიმილისმომგვრელია და მართლა მრავალსერიიან კომედიად გადაიქცა ეს ყველაფერი,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






