მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ერთი მილიონი ლარით დაფინანსება „ბანკი ქართუს“ მიერ. საპარლამენტო უმრავლესობაში სალომე ზურაბიშვილის „ნასესხები მილიონი“ კითხვებს არ აჩენს. უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ოპოზიციას საკითხით სპეკულირებაში ადანაშაულებს.
"„ქართული ოცნება“ მხარს უჭერს, მაგრამ საბანკო სექტორს აქვს თავისი სტანდარტები სესხის გაცემის და იმ სტანდარტებით გასცემდა. ბანკი „ქართუ“ თუ არ ვცდები გასხვისებულიც არის ახლა ან გასხვისების პროცესშია, მათ აქვთ თავისი სტანდარტები მუშაობის იმიტომ რომ სხვანაირად ბანკები ვერ იმუშავებენ.
იმ სტანდარტით, რომელიც არის დადგენილი შიდა საბანკო რეგულაციებით, ამიტომ ყველაფერზე სპეკულაცია დ ყველაფერზე ოპოზიციის აყოლა არ არის სერიოზული,“ - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






