Bellingcat-ის ინფორმაციით, მიშკინი დაიბადა 1979 წლის 13 ივლისს არხანგელსკის ოლქის სოფელ ლოიგაში, დაამთავრა ერთ-ერთი „ელიტური სამხედრო-სამედიცინო აკადებია“ სადაც დაეუფლა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სამხედრო ექიმის სპეციალობას. სწავლის პერიოდში მიშკინმა მუშაობა დაიწყო ГРУ-ს უწყებაში და 2010 წელს მოსკოვში გადავიდა.
მიშკინმა სავარაუდოს კიროვის სახელობის სამხედრო სამედიცინო აკადემია დაამთავრა, როგორც რუსეთის თავდაცვის უწყების საიტზეა მითითებული, აღნიშნული აკადემიის კურსდამთავრებულებს ასწავლიან სანაპიროს ობიექტებზე და ბირთვული მოწყობილობების მქონე გემებზე რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, აცნობენ რუსეტის საზღვაო ფლოტის ობიექტებზე რადიაციილი ავარიების შედეგების ლიკვიდაციის სამედიცინო ასპექტებს.
სექტემბერში იგივე საგამოძიებო ჯგუფებმა გამოიკვლიეს სკრიპალების მოწამვლის საქმეში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირის ნამდვილი ვინაობა. როგორც აღმოჩნდა რუსლან ბოშიროვის ნამდვილი სახელი და გვარი ანატოლი ჩეპიგაა. როგორც გამოცემები წერენ ანატოლი ჩიპიგამ ГРУ-ს ოფიცრების მოსამზადებელი სასწავლებელი წარმატებით დაამთავრა, რის შემდეგაც მუშაობა დაიწყო ГРУ-ს სპეცრაზმის მე-14 ბრიგადაში. 2014 წელს ჩეპიგამ „რუსეთის გმირის“ წოდება მიიღო „სამშვიდობო მისიის შესრულებისთვის“. „სამშვიდობო მისიაში“ სავარაუდოდ რუსეთის უკაინაში შეჭრა იგულისხმება. ბოშიროვის ნამდვილი ვინაობის დადგენა მისი ДВОКУ-ს (Дальневосточное высшее общевойсковое командное училище) კურსდამთავრებულების ფოტოების მეშვეობით მოხერხდა. აღნიშნული სასწავლებელი უცხოეთის ოპერაციებისთვის ГРУ-ს აგენტებს ამზადებს.
შეგახსენებთ, ყოფილი რუსი ორმაგი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილო სოლსბერიში მარტში მოწამლეს. ლონდონმა დანაშაულში ეჭვმიტანილებად რუსეთის მოქალაქეები "რუსლან ბოშოროვი" და "ალექსანდრ პეტროვი" გამოაცხადა. სკოტლანდ იარდი მათ რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებად მიიჩნევს.



მასალის გამოყენების პირობები






