„ხელისუფლებას საპატრიარქოსთან არჩევნების წინ სიტუაციის გამწვავება არ სურს“ - კანაფის კულტივაცია/ექსპორტის საკითხის გადავადება
პოლიტიკა - 12:32, 09 Oct, 2018     913
კანაფის კულტივაცია/ექსპორტი - კანონპროექტის პარლამენტში განხილვის ორი თვით გადადების საკითხს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელი, სოფო ვერძეული გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საკითხის გადადგება მიანიშნებს იმაზე, რომ სავარაუდოდ ეს არის იმ მოლაპარაკებების ნაწილი, რომელის კანონპროექტის ინიციატორებს საპატრიარქოსთან ჰქონდათ:

„ჩვენ ვფიქრობდით, რომ ამ კანონპროექტის ინიცირება იყო ნაჩქარევი და მოუმზადებელი მაშინ, როდესაც ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ძალიან ბევრი გამოწვევაა, არ ვფიქრობდით, რომ დღის წესრიგში ასეთი სერიოზულობით უნდა დამდგარიყო კანაფის ექსპორტის საკითხი. განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ ასევე სხვა ჯგუფებს, მათ შორის, საპატრიარქოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი არგუმენტები ერთმანეთს არ ემთხვეოდა, ვფიქრობთ, რომ კანონპროექტის ნაჩქარევად განხილვა არ იყო მიზანშეწონილი. თუმცა, ორი თვით საკითხის გადავადება და არჩევნების შემდგომ განხილვა სავარაუდოდ მიანიშნებს, რომ ეს არის იმ მოლაპარაკებების შედეგი, რომელიც ხელისუფლებას და კანონპროექტის ინიციატორებს საპატრიარქოსთან ჰქონდათ. სავარაუდოდ, ხელისუფლებას არ სურდა დამატებითი განხილვები არჩევნების წინ და დამატებითი გაუგებრობების წარმოშობა ამ საკითხთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კანონპროექტს, ვფიქრობ, რომ დამატებითი მუშაობა სჭირდება და ამ საკითხს ნარკოპოლიტიკასთან ბევრი არაფერი აკავშირებს, გარდა იმისა, რომ კანაფზეა უბრალოდ ლაპარაკი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვხედავთ საპატრიარქოს ან მასთან დაახლოებული პირების მიერ წინააღმდეგობას, რომელიც არაერთ შემთხვევაში დასრულებულა პოზიციების ცვლილებით ხელისუფლების მხრიდან. ესეც შეიძლება იყოს ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა. ყოველ შემთხვევაში, გადავადება მიანიშნებს იმაზე, რომ არჩევნების წინ არ აქვს ხელისუფლებას სურვილი, რომ საპატრიარქოსთან დამატებით გაამწვავოს ან დებატებში შევიდეს ამ საკითხთან დაკავშირებით და სავარაუდოდ ეს არის ამის მოტივაცია და საფუძველი",- განაცხადა ვერძეულმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42