„6 წელია ქართული ოცნება უფსკრულისკენ მიგვაქანებს. თუ ქართველი ხარ, რა სინდისით უნდა ცხოვრობდე ამ ქვეყანაში, როცა 150 ათასი ბავშვი შიმშილობს, როცა 5- წლამდე ასაკის 600 ბავშვი იღუპება ყოველ წელს, როცა მილიონამდე ადამიანი სიღარიბეში ცხოვრეობს და როცა ჩვენი მოახლეობა შემცირებულია 3,7 მილიონამდე და ეს პროცესი თუ გაგრძელდა ჩვენ ჩამოვალთ 3 მილიონის ქვემოთ“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ვაშაძის თქმით, მიუხედავად მძიმე სოციალური მდგომარეობისა, მოსახლეობის დაკვეთა მაინც პრინციპების ერთგულება და სრულფასოვანი ნამდვილი დემოკრატიაა:
„ამ გაჭირვებაში მყოფი ხალხი თითქოს შემოსავალზე უნდა გელაპარაკებოდეს, მარამ საქართველოს რეგიონებში ხალხი გვეუბნება რომ არ გაიყიდოო, არ დათმო ერთი მისხალიო... მანქანები ჩერდებოდნენ და ხალხი ამას გვეუბნებოდა. გვესმის, რომ საქართველოს სჭირდება სრულფასოვანი ნამდვილი დემოკრატია და ჩვენ კი არ ვიოცნებებთ, ვიმუშავებთ ამ დემოკრატიისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ იმისათვის, რომ საქართველოს აღარასოდეს ჰქოდნეს ერთპარტიული კონსტიტუცია და თუ ქვეყანაში იქნება რამე პრივილეგია ეს ვრცელდებოდეს საქართველოს ყველა მოქალაქეზე, ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ მომავალ კოალიციურ მთავრობაში აუცილებლად იყოს ერთი მინისტრი ოპოზიციიდან, აუცილებლად ვიმუშავებთ იმისთვის რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სათავეში იდგეს ოპოზიციის წარმომადგენელი, რომელიც არ მოასვენებს ხელსუფლებას, მაშინ არასოდეს გვექნება დატერორებული ბიზნესი, არც შეტევის ქვეშ მყოფი მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია და არც თავისუფალი მედია და ვერავინ ვერ გაბედავს დაუძახოს არასამთავრობო სექტორს და პოლიტიკურ ოპონენტებს ფაშისტები, რადგან ამ ჭკუანაკლულს ამ სიტყვის მნიშვნელობაც არ ესმის.“- აღნიშნა ვაშაძემ.
„ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ აუცილებელი იქნება მოგებული არჩევნების შედეგების დაცვა, იმისთვის რომ ქვეყანამ დაიბრუნოს ლიდერი ქვეყნის სტატუსი და დაიწყოს ისეთი სფეროების აღმშენებლობა, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, თავდაცვა. ვაშაძის თქმით დიდი ყურადღება უნდა გამახვილდეს განათლებაზე და უნდა მოხდეს არა მარტო დასავლური საგანმანათლებო პროგრამების შემოატანა ქვეყანაში, არამედ ადგილობრივი მასწავლებლების შრომაც უფრო დაფასებული უნდა გახდეს. ვაშაძის თქმით, დაგეგმილია, რომ მასწავლებლის ხელფასი გახდეს 1000 ლარი:
„აუცილებლად გავიმარჯვებთ 28 ოქტომბერს და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ჩვენ ეს არჩევნები მოგებული გვაქვს, მთავარია ჩვენ ეს არჩევნები დავიცვათ იმისათვის, რომ საქართველოში 5 შვილის დედას არ შიოდეს, ბავშვს სკოლაში 7 კილომეტრის სიარული ფეხით არ უწევდეს, როცა ვიღაც ვიგინდარა 200 ათასიანი ჯიპით დაგრიალებს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ იმიტომ რომ რაც შეიძლება მეტი თანხები გადავისროლოთ განათლებაში, ჯანდაცვასა და თავდაცვაში. ეს არის ჩვენი გადარჩენის გზა. ჩვენ ლიდერი ქვეყანა ვიყავით და აუცილებლად ვიქნებით ისევ. ჩვენ აქ უნდა ჩამოვიყვანოთ პროფესრო მასწავლებლები, ჩვენ უნდა ვიყიდოთ საუკეთესო დასავლური პროგრამები განათლებისთვის. მასწავლებლის ხელფასი დაგეგმილია და უნდა გახდეს 1000 ლარი, ამას აუცილებლად გავაკეთებთ.“- განაცხადა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






