დღეს დმანისიდან გვაცნობეს, რომ სამი დღის წინ გაფორმებული ხელშეკრულება ოფისის ქირავნობის თაობაზე მეპატრონემ უკან გაიტანა იმიტომ, რომ მას დაურეკეს და აიძულეს უარი ეთქვა თავისი კუთვნილი ფართი ჩვენთვის დაეთმო. და ეს ყველაფერი აიძულა წინა ხელისუფლების და ამ ხელისუფლების, მახინჯი სისტემის სიმბოლომ - ბატონმა კახა ოქრიაშვილმა, რომელიც „ოცნებამ“ დატოვა. არადა, ყველას კარგად გვახსოვს, 2012 წელს როგორ შეიჭრა „ოცნების“ ოფისში მაშინდელი „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის ბიუროს უფროსი და მისი ნათესავი, მერაბ ოქრიაშვილი და საკუთარი პიკაპით რამდენჯერმე დაეჯახა ოპოზიციის კუთვნილ ავტომანქანას და ეს არ იყო პირველი დანაშაული მათი მხრიდან. დღეს ეს ადამიანი „ოცნების“ საკრებულოს თავმჯდომარეა, რომელიც ატერორებს ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ოპოზიციას არ დაუთმონ საკუთარი ფართი.“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






