სადამდე დეგრადირდა ქართული სახელმწიფო, პარლამენტის თავმჯდომარე საგანგებო ბრიფინგებს უძღვნის ნიკა გვარამიას, მოქალაქის სტატუსებს - ნიკა გვარამია
პოლიტიკა - 18:29, 08 Oct, 2018     2194
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის ბრალდებებს პასუხობს.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომელსაც სურდა ეთქვა, რომ შიდა კვლევებით ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი, არის კანონის დარღვევა, რადგან კვლევების გამოქვეყნებას აქვს თავისი წესი. გვარამია ამბობს, რომ ირაკლი კობაქხიძემ ამ განცხადებით კანონი დაარღვია.

"ბრიფინგის ღირსად არ მიმაჩნია პარლამენტის თავმჯდომარე, ამიტომ კომენტარით შემოვიფარგლები. რას მოვესწარით, სადამდე დეგრადირდა ქართული სახელმწიფო, მისი მთავარი ინსტიტუციის ხელმძღვანელი პარლამენტის თავმჯდომარე, მეორე პირი სახელმწიფოსი საგანგებო ბრიფინგებს უძღვნის ნიკა გვარამიას, მოქალაქის სტატუსებს. ამ ქვეყანას მეტი პრობლემა არ აქვს ჩემი სტატუსების გარდა? ამ ქვეყანაში არ იტაცებენ ადამიანებს, ამ ქვეყანაში არ ჩაჰყავთ სარდაფებში ადამიანები, ეს ქვეყანა არ არის ოკუპირებული, ამ ქვეყანაში არ შიმშილობს მოსახლეობის დიდი ნაწილი, ამ ქვეყანაში არ არის უზარმაზარი დაუსაქმებელი ადამიანების მასა? არ მესმის უბრალოდ. მთავარი არის ის, რომ ჯერ შეხედეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, მერე შემომხედეთ მე, მოუსმინეთ მას და მომისმინეთ მე - ვინ არის ფაშისტი ჩვენ ორს შორის, მე მგონი კითხვის ნიშნები არ დაგრჩებათ.

მთავარი, რაც უნდოდა პარლამენტის თავმჯდომარეს ეთქვა, რომ მისი შიდა კვლევებით იმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი. მინდა შევახსენო ყველას, განსაკუთრებით მოვუწოდო ცესკო-ს და მარეგურლირებელ კომისიას, რომ ეს არის დაღვევა "ქართული ოცნების" მხრიდან, იმიტომ რომ კვლევების გამოქვეყნებას აქვს თავის წესი, ასე უბრალოდ ვიღაც იგებs და ვიღაც აგებს, ამის ასე თქმა არ შეიძლება. უნდა გამოქვეყნდეს კვლევები სათანადო წესით და ეს უნდა შემოწმდეს მარეგულირებელი კომისიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. ასე რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ყველაფერთან ერთად დაარღვია რამდენიმე კანონი და ძალიან ბევრი მოიტყუა.

პირველ რიგში, არცერთი კვლევით სალომე ზურაბიშვილი არ იმარჯვებს, მათ შორის არც შიდა კვლევებით. ჩვენ ამ კვლევების შედეგებიც გვაქვს, სალომე ზურაბიშვილი მეორე ან მესამე ადგილზეა ნებისმიერი კვლევით, ისინი იბრძვიან, რომ სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურში რამენაირად გადაათრიონ“ - განაცხადა გვარამიამ

რაც შეეხება კობახიძის მიერ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ფაშისტად შერაცხვას, გვარამია ამბობ, რომ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ის კვლავაც გაიმეროებს იგივეს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი არის „ამ ქვეყნის მოღალატე. მისი განცხადებები ამას ცხადყოფს“.

"რაც შეეხება ფაშიზმს, როგორ ამბობს სალომე ზურაბიშვილი? – თუ არ ვცდები, 2 და 2 ოთხიო - ასე თქვა. ომი რუსეთმა დაიწყო არის ფაშიზმი, ისევე როგორც 2 და 2 ვეთანხმები ამ შემთხვევაში ზურაბიშვილს, არის 4. ამიტომ ღალატი, რუსული ფაშიზმი ჩემთვის არის ერთი და იგივე, სალომე ზურაბიშვილი თავისი გამოხტომებით, ქცევით, განცხადებებით არის მოღალატეც და მისი განცხადებებიც ატარებს ფაშისტურ ელემენტებს. ნახეთ როგორ ექცევა ის ჟურნალისტებს. ასე რომ, ჩემთვის ეს არის ორი და ორი ოთხი და მე ვარ მოქალაქე ამ ქვეყნის, ამ ქვეყნის პატრიოტი და დიახ ბევრჯერ გავიმეორებ, სადამდეც საჭიროდ ჩავთვლი, სტატუსის ფორმით იქნება თუ განცხადების ფორმით, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ამ ქვეყნის მოღალატე. მისი განცხადებები ამას ცხადყოფს.

მე ვმსჯელობ ადამიანის განცხადებებით და ეს განცხადებები არის მოღალატეობრივი, ამ მოღალატეობრივი განცხადებების ავტორის გვერდით დგომა მიმაჩნია დახმარებად ღალატში. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ამ ქალის გაპრეზიდენტება, იმიტომ რომ ის არის პუტინის პროექტი, ის არის მოღალატე,“-ამბობს ნიკა გვარამია.

კობახიძემ დღეს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პირადი განცხადებების გამო ფაშისტად შერაცხა და მასთან ერთად ფაშისტებად გამოაცხადა ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც გვარამიას პირადი მოსაზრებები არ დაგმო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42