„თუ 2012 წელს საწვავზე 35 მილიონი ლარი იყო დახარჯული 2017 წელს საწვავის ხარჯი 8 მილიონ ნახევრამდე შემცირდა“ - ლევან იზორია
პოლიტიკა - 17:11, 08 Oct, 2018     725

მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უწყების მიერ თანხების დაზოგვის პოლიტიკაზეც ისაუბრა.
„სამივლინებო თანხები, მიუხედავად ჩვენი აქტივობისა, ორჯერ შევამცირეთ. ხოლო საწვავთან მიმართებაში, პირველად თავდაცვის უწყებაში შევქმენით სამორიგეო ავტოპარკი. უწყებაში ავტომანქანით სარგებლობის შესაძლებლობა მხოლოდ სამსახურეობრივი დანიშნულებით არის შესაძლებელი. შედეგად საწვავის ხარჯი 2012 წლიდან 35 მილიონი ლარიდან 2017 წელს 8 მილიონ ლარამდე შემცირდა”.
თავდაცვის მინისტრმა ასევე განმარტება გაზრდილ წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებითაც გააკეთა. ლევან იზორიას განცხადებით წარმომადგენლობითი ხარჯების მატება გამომწვეულია ობიექტური გარემოებებით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა სხვა გარემოებებით.
„ხარჯების მატება გამოიწვია ობიექტურმა გარემოებებმა. 2017 წლის დასაწყისში ჩვენ ვუმასაპინძლეთ ნატო-საქართველოს სამხედრო კომიტეტს და მხოლოდ ეს ვიზიტი ჩვენს ბიუჯეტს 400 000 ლარი დაუჯდა. ასეთი ვიზიტების ორგანიზება, მათ შორის ფინანსური ხელშეწყობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. 2017 წელს პირველად გვქონდა საქართველოში სამხრეთ-აღმოსავლეთის მინისტერიალი, ასევე უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის კონფერენცია ბათუმში. რაც ხაზმგასმით მინდა ვთქვა, ოფიცილაური ვიზიტების რაოდენობით 2017 წელი იყო გამორჩეული, საუბარია სტუმრების რაოდენობაზე. 2017 წელს ათი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი გვესტუმრა, აქედან ნახევარზე მეტი პირველად ესტუმრა საქართველოს.“ - აღნიშნა მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42