"ჰიბრიდული გამოწვევების ფონზე ბრიუსელში ქვეყნისთვის წარმატებული ვიზიტის დამალვა ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გულსატკენია" - ლევან იზორია
პოლიტიკა - 17:05, 08 Oct, 2018     691

„ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან, ბატონ მატისთან ჩემი შეხვედრა, სადაც მხოლოდ მხარდამჭერი განცხადებები მოვისმინე, 45 წუთი გაგრძელდა, თუმცა აღნიშნული შეხვედრა ცალკეულმა მედიასაშუალებებმა არ გააშუქეს, რაც გულდასაწყვეტია“, - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.

როგორც ლევან იზორიამ პრესკონფერენციაზე განმარტა, ქვეყნის საგარეო კურსი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაა და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ საზოგადოების ინფორმირება მნიშვნელოვანია:

„ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ და ყველამ მხარი უნდა დავუჭიროთ იმ კურსს რასაც ხალხი ირჩევს და რასაც ჩვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება ჰქვია. როდესაც ვხვდები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს თავდაცვის მდივანს ბატონ მატისს, რომელიც სასაუბროდ 45 წუთს გვითმობს და ეს შეხვედრა ცალკეულ სტელევიზო საშუალებებში არ შუქდება, ჩემთვის ძალიან გულსატკენი ფაქტია. მე შეიძლება ბრალდებები გაღიმებულმა მოვისმინო, რადგან მართალი ვარ, გარკვეულ კრიტიკას ძალიან მშვიდად და საღი გონებით შევხვდე, მაგრამ ასეთი ფაქტების მიმართ ახსნას ვერ ვპოულობ. ეს არის ზეპარტიული თემა, ეს არის ხალხის გადაწყვეტილება და გამოწვევა, რომ ამ ჰიბრიდული შემოტევების პირობებში, ჩვენ ერთი ცენტრალური ხაზი გამოვკვეთოთ, სადაც საგარეო კურსს მაქსიმალური ძალისხმევით დავუჭერთ მხარს. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან შეხვედრაზე მხოლოდ მხარდამჭერი განცხადებები მოვისმინე, არა ჩემთვის ან ჩემი მეგობრისთვის, არამედ, მოსახლეობისთვის, ამის შესახებ კი ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან, მოსახლეობის ინფორმირება არ მომხდარა, რაც გულდასაწყვეტია“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42