თავდაცვის სამინისტროს სკანდალი - ტყვია-წამლით უკანონო ვაჭრობაზე ლევან იზორია განმარტებებს აკეთებს
პოლიტიკა - 17:04, 08 Oct, 2018     1377

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საბრძოლო ვაზნების უკანონო რეალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგზე განცხადება გააკეთა:

„არასწორად მიეწოდა საზოგადოებას ინფორმაცია, თითქოს საუბარია საბრძოლო მასალებზე. აქ საუბარია მხოლოდ ტყვია-წამალზე. კონტროლის მექანიზმი მართლაც რომ უპრეცედენტოდ კარგია და სწორედ ამის დამსახურებაა, ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო სამხედრო პოლიციას ეფექტური მუშაობისთვის. სწორედ ჩვენი ძალისხმევით გახდა ამ დანაშაულის გამოვლენა შესაძლებელი. კერძოდ, იანვრის თვეში ჩვენ ჩავატარეთ ინვენტარიზაცია, რაც ნიშნავს ფაქტობრივი ტყვია-წამლის რაოდენობის შედარებას დოკუმენტურად აღრიცხულ ტყვია-წამლის რაოდენობასთან, აქ დარღვევა არ გამოვლენილა.

ხოლო შემდგომში მიღებული ოპერატიული მუშაობის შედეგად განვახორციელეთ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები – საუბარია ამა წლის 9 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლის პერიოდზე. სწორედ ამ პერიოდში მოხდა კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე დამნაშავეთა გამოვლენა. მოვისმინე სხვადასხვა ექსპერტის შეფასებები, თითქოს ეს იყიდებოდა შავ ბაზარზე, თითქოს სახელმწიფოს უსაფრთხოებას დაემუქრა ამით საფრთხე. ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ასეთი საფრთხე გამოირიცხება. პიროვნება, რომელსაც ეს ტყვია-წამალი გაჰქონდა დანაშაულებრივი გზით, ჰქონდა მონადირის იარაღები და ბალისტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ეს „მ-4“ ტიპის ვაზნები ადეკვატურია იმ სანადირო იარაღების, რომელიც მას გააჩნდა, ასევე იმ პიროვნებას, ვისაც ეს ტყვია-წამალი გადასცა. ამ ეტაპზე ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ეს არის ჩვენი ოპერატიული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით ჩავატარეთ რა ჩხრეკა, ამოვიღეთ 6 750 ტყვია-წამალი.

რაც შეეხება გაშუქებას, ასეთი დანაშაულის გამოძიება, მით უფრო, როდესაც არსებობს კითხვები სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ითხოვს რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოპოვებას. საგამოძიებო ორგანოებს სურდათ, ეს ჯერ არ გასაჯაროებულიყო. ეს სურვილი გავითვალისწინეთ. როდესაც კვირის დასაწყისში გამოიკვეთა, რომ არ არსებობდა სხვა მტკიცებულება, რომელიც ამ ეტაპზე თვალსაჩინოს ხდიდა სხვა სახელმწიფოსთვის საფრთხეებს, მივიღეთ გადაწყვეტილება მისი გასაჯაროების, რამდენადაც ის საფრთხეს არ უქმნიდა საგამოძიებო მოქმედებებს. ორ-სამ კვირაში სასამართლოზე არსებითი განხილვები დაიწყება. ჩვენ ვიმოქმედეთ სწორედ ყველა ეტაპზე საგამოძიებო ინტერესებიდან გამომდინარე, რათა მაქსიმალურად მიგვეღო ობიექტური ინფორმაცია და მაქსიმალურად აგვეცილებინა საფრთხე სახელმწიფოსთვის. ამ ეტაპზე მსგავსი არაფერი იკვეთება, იკვეთება უფრო ის, ეს იყო მათი პირადი ინტერესისთვის კერძით თავიანთი სამონადირეო საქმიანობის განსახორციელებლად, თუმცა გამოძიება გრძელდება და თუ გარემოებები დანაშაულებრივი გამოიკვეთა, მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას“, – განაცხადა იზორიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42